მომავალი წლის ფერი დაადგინეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფერის ინსტიტუტმა Pantone, ახალი, 2023 წლის ფერი დაასახელა. ეს არის გაბედული Viva Magenta, რომელიც კაშკაშა ვარდისფერ-ჟოლოსფერია, იისფერი ელფერით. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტ ლორი პრესმანის თქმით, ის ბუნებას, ენერგიას უკავშირდება, რის გამოც ყველაზე მეტად შემოქმედებასა და ხელოვნებასთან ასოციაციას იწვევს. Viva Magenta აღადგენს კავშირს თავდაპირველ მატერიასთან. ბუნების ძალების მეშვეობით, ეს კაშკაშა ფერი მუხტავს ჩვენს სულს და შინაგანი ძალების გაკაჟებაში გვეხმარება, - აცხადებს ფერის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, ლეატრის ეისმანი. Pantone წლის ფერს 2000 წლიდან ასახელებს, რაც არც ისე მარტივი საქმეა. ინსტიტუტის სპეციალისტები ჯერ კიდევ გაზაფხულიდან ატარებენ კვლევებს და ირჩევენ მთავარ ფერს.