კორეის ლიდერმა მებაღეები დასაჯა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩრდილოეთ კორეელ ფერმერებს, რომლებსაც ყვავილები მოჰყავთ, მასობრივად უშვებენ შრომით ბანაკებში. საქმე ის არის, რომ კიმ ჩენ ინის მამის - ქვეყნის ყოფილი ლიდერის, კიმ ჩენ ირის დაბადების დღისთვის, ამ მებაღეებმა წითელი ბეგონიები ვერ ააყვავეს. ამ დროს, ჩრდილოეთ კორეის ქალაქები „კიმჯონგილიებით“ - წითელი ფერის ბეგონიებით ირთვება ხოლმე. წელს, ამ დღისთვის, ტრადიცულად, ხელისუფლებამ მებაღეებს ათასობით ყვავილი შეუკვეთა დღესასწაულისთვის, მაგრამ ფერმერები ვერ გაუმკლავდნენ ამ ამოცანას - ბეგონიები არ აყვავდა. მიზეზად კი შეშის დეფიციტს ასახელებენ, რომლითაც სათბურებს ათბობენ. ამის გამო, მებაღეები დასაჯეს და ექვსი თვით, შრომით ბანაკებში გაამწესეს.