ურჩ მძღოლებს იძულებით დაასვენებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ესტონეთის ხელისუფლეფლებაში, სიჩქარის გადაჭარბების მოყვარულთათვის სასჯელის ახალი ზომა მოიფიქრეს - მათ გზიდან გადაიყვანენ და 45 წუთის განმავლობაში, იძულებით „დაასვენებენ“. თუმცა, რასაკვირველია, ტრადიციულად, მათ ჯარიმის გადახდაც მოუწევთ. სიახლეს „დამამშვიდებელი გაჩერება“ უწოდეს. იდეის ავტორების თქმით, დროის დაკარგვამ მოძრაობის წესების დამრღვევებზე გაცილებით მეტად უნდა იმოქმედოს, ვიდრე ჯარიმის გადახდამ. კანონპროექტი ექსპერიმენტის სახით, გასული წლიდან ამუშავდა, თუმცა მიმდინარე წლის დეკემბრიდან, სრული სახით ამოქმედდება. ესტონელი პოლიციელები ამბობენ, რომ მძღოლებს ჯარიმა სასჯელად არ მიაჩნიათ, მათთვის ის მორიგი მომსახურებისთვის გადახდილი თანხაა.