რა ღირს სუროგაციის გზით შვილის გაჩენა და რამდენად ხშირად მიმართავენ ამ გზას წყვილები - ყველაფერი, რაც სუროგაციის შესახებ უნდა იცოდეთ

ინტერვიუ
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პირველი სუროგატი ბავშვი საქართველოში 2004 წელს დაიბადა და ამ გზით საქართველოში უკვე რამდენიმე ასეული ბავშვია  დაბადებული. სუროგაციით ძირითადად ის ქალები სარგებლობენ, რომლებსაც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის გამო, ნაყოფის 9 თვე ტარება არ შეუძლიათ. ბიოლოგიური დედის კვერცხუჯრედიდან მიღებული ემბრიონი სუროგატი დედის სხეულში გადააქვთ, რომელიც ბუნებრივი ინკუბატორის როლს ასრულებს.სუროგატ დედასა და ნაყოფს შორის არანაირი გენეტიკური ან ნათესაური კავშირი არ არსებობსმედიკოსების განმარტებით, ნაყოფი 9 თვის განმავლობაში სუროგატი დედის სისხლიდან მხოლოდ ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს იღებს ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის 143- მუხლით,უროგატი დედა ბავშვის დედად არ ითვლება. საქართველოს კანონის თანახმად, მას ბავშვის დედად დარეგისტრირების უფლება არ გააჩნია და დაბადების მოწმობაში მშობლებად ბიოლოგიური დედ-მამის მითითება ხდება.

სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც სუროგაციის პროცედურა ტარდება,  მშობელსა და სუროგატს შორის წინასწარ იდება ხელშეკრულება, რომლის ერთ- ერთი პუნქტი მკაცრად განსაზღვრავს, რომ სუროგატს ბავშვზე არანაირი უფლება არ გააჩნია და დაბადებისთანავე ბიოლოგიურ მშობლებს უნდა გადასცეს.

საქართველოს კანონის მიხედვით, სუროგაციით სარგებლობა მხოლოდ ცოლ- ქმარს შეუძლია. სუროგაციით ვერ ისარგებლებენ, როგორც ერთნაირი სქესის წყვილები, ასევე მარტოხელა პირები. საქართველოს მოქალაქე სუროგატი დედის მომსახურებით სარგებლობა უცხოელ ცოლ-ქმარსაც შეუძლია.

ამ თემაზე მეტი დეტალის გასარკვევად „ვერსია“ დაუკავშირდა ერთ-ერთ კლინიკას, გთავაზობთ ინტერვიუს :

_რა პროცედურებია საჭირო სუგორატის ასაყვანად?

_ჩვენთან როდესაც მოდის ქალბატონი, ანუ მსურველი სუროგაციის, ჩვენ ველოდებით მის ციკლს და ციკლის მოსვლიდან დაახლოებით მეცხრე მეათე დღეს საჭიროა ექოსპოკიურად შემოწმდეს, რომ ექიმმა დაგვიდასტუროს მისი ჯანმრთელობა. ჩვენ ვაბარებინებთ ასევე ანალიზებს, ინფექციებზე, ჰორმონალურ ანალიზებსაც ვაკეთებინებთ ქალს და თუ ყველაფერი რიგზეა ყველა ანალიზში ამ შემთხვევაში ჩვენ ვიწყებთ ქალის მზადებას. იმისათვის, რომ გადატანა მოხდეს ემბრიონის, საჭიროა დაახლოებით ორ კვირიანი პროცესი. ანუ სვამს წამლებს, რამდენჯერმე იკეთებს ექოსკოპიას, რათა ვნახოთ, როგორ მოქმედებს მასზე მედიკამენტები და როგორ ვითარდება მდგომარეობა. და თუ ექიმი ისევ გვიდასტურებს, რომ ყველაფერი ისე განვითარდა როგორც საჭიროა სამედიციო კუთხით, ამ შემთხვევაში ხდება გადატანა.

_ნებისმიერ ქალს შეუძლია სუროგატობა?

_არა. გვაქვს ძალიან მკაცრი ასაკობრივი შეზღუდვა, ყველა სააგენტოს თავისი წესები აქვს,მაგრამ ჩვენთან ორმოც წლამდე ქალს  შეუძლია მხოლოდ სუროგატობა. 18-40 წლამდე და აუცილებელი პირობა ასევე, რომ ქალს შვილი ჰყავდეს უკვე გაჩენილი, ანუ საჭიროა წარმატებული ორსულობის ისტორია. ასევე სავალდებულოა, არ ჰქონდეს ორ საკეისროზე მეტი გაკეთებული, რადგან ეს მისთვის იქნება ძალიან დიდი რისკი და ჩვენც არ გვინდა.

_რა პრობლემებთან არის დაკავშირებული საქართველოში სუროგატობა?

_საქართველოში ლეგალური კუთხით საკმაოდ გამარტივებულია. ჩვენ  წინასწარ ნოტარიუსთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ვდებთ და ვწერთ, რომ სუროგატს არ აქვს არანაირი უფლება ბავშვზე, არც ძუძუთი არ ვკვებავთ და ბავშვი დაბადებიდან გადადის მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ. სუროგატი აწერს ხელშეკრულებას ხელს ამ ყველაფერზე, მაგრამ თუ მას რამე პრეტენზია უჩნდება, შემდეგ იმართება სასამართლო პროცესი. ჩვენს კლინიკაში მსგავსი ქეისი არ ყოფილა.

_ამოწმებთ თუ არა ემბრიონს და ყოფილა თუ არა შემთხვევა, როდესაც ემბრიონი ინფიცირებულია?

_კი ყოფილა ესეთი შემთხვევა. მე ვერ ვისაუბრებ სხვა კლინიკაზე და სააგენტოზე, მე მხოლოდ ჩვენი კლინიკის მაგალითით შემიძლია, ვისაუბრო. ჩვენ შემთხვევაში, ჩვენ როგორც სუროგატებს ვამოწმებთ ინფექციებზე, ასევე ვამოწმებთ ნებისმიერი კვერცხუჯრედის დონორებს.

_საინტერესოა, რა თანხა უჯდება ამ პროცედურით სარგებლობა წყვილს?

_პირველ რიგში თანხა დამოკიდებულია სუროგატი ქალის ასაკზე, გვაყვს ახალგაზრდა გოგოებიც და უფრო ზემოთაც, 35 წლამდე ეს არის დაახლოებით  16 400$ დაახლოებით კომპენსაცია, რომელიც ეტაპობრივად ნაწილდება და წყვილი არ იხდის ერთიანად ამ თანხას. როდესაც ბავშვი დაიბადება და ყველაფერი კარგად ჩაივლის, მერე იხდის დანარჩენს. რაც შეეხებაუფრო მაღალ ასაკის სუროგატებს ეს თანხები მერყეობს 15 300$ -მდე ასევე წყვილი იხდის ჩვენი სააგენტოს მომსახურეობის ფასს, რომელიც შეადგენს 2500$.

_ასევე მაინტერესებს, რამდენად ხშირია მომართვიანობა თქვენს კლინიკაში?

_საკმაოდ ბევრი პაციენტი გვყავს, როგორც ქართველები, ასევე - უცხოელები. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ უცხოელები სარგებლობენ ძალიან ხშირად, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ლეგალური კუთხით არის ძალიან გამარტივებული პროცედურები და ასევე ანაზღაურება არის გაცილებით ნაკლები, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ამიტომ, ამერიკელ წყვილებს, ინგლისელებს, ავსტრალიელ წყვილებს და ა.შ ურჩევნიათ, რომ ჩვენ მოგვამრთონ, აქ აიყვანონ სუროგატი და შემდეგ წაიყვანონ ბავშვი.

 

ავტორი-სალომე ნოზაძე