„გაზიანი კოფეინი“ ტვინს აზიანებს

სამედიცინო სიახლეები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შვეიცარიელი მეცნიერები განგაშს ტეხენ: კოფეინი, რომელიც გაზიან სასმელებშია, მოზარდებში ტვინის განვითარებას აფერხებს. ეს ნივთიერება ღრმა ძილს უშლის ხელს, რაც ტვინის განვითარების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. გამუდმებული გამოუძინებლობის შემთხვევაში, იზრდება შიზოფრენიის, შიშებისა და სხვადასხვა აშლილობების რისკი. სპეციალისტებმა ექსპერიმენტი მღრღნელებზე ჩაატარეს, მიღებულმა შედეგებმა კი სწავლულები მეტად შეაშფოთა. მოზარდები, რომლებიც ყოველდღიურად მიირთმევენ ოთხ ქილა გაზიან სასმელს ან ოთხ ფინჯან ყავას, რისკის ჯგუფში ხვდებიან. მათ ღრმა ძილის დაბალი მაჩვენებელი და ტვინის განვითარების ნელი ტემპი აღენიშნებათ. სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ბავშვებსა და მოზარდებში, კოფეინის მოხმარება 70%-ით გაიზარდა. ბაზარზე ახალ-ახალი მატონიზირებელი სასმელი გამოდის, რაც უმალ ხდება პოპულარული. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ის ჯანმრთელობისთვის საშიშია და სჯობს, მათი მოხმარებისგან თავი შევიკავოთ, - გვირჩევენ მეცნიერები.