მოდური ბრენდის ხელმძღვანელი მუსიკოსი გახდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელი მუსიკოსი, ფარელ უილიამსი მოდის სახლ - Louis Vuitton-ის მამაკაცის ტანსაცმლის ხაზის კრეატიული დირექტორი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია ბრენდის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. პოპულარული მომღერლის მიერ შექმნილ პირველ კოლექციას პარიზში, ამ ზაფხულს წარადგენენ. 2003 წელს, ფარელ უილიამსმა, იაპონელ დიზაინერ ნიგოსთან ერთად, ტანსაცმლის ბრენდი Billionaire Boys Club დააფუძნა. გარდა ამისა, ის თანამშრომლობდა მოდის მსხვილ სახლებთან, როგორებიც არიან - Louis Vuitton და Chanel.