ატლანტაში უფასო მაღაზია მოქმედებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ში, ატლანტას ერთ-ერთ უღარიბეს რაიონში უჩვეულო სუპერმარკეტი მოქმედებს. მაღაზიის მფლობელი ადგილობრივ მცხოვრებლებს უფლებას აძლევს, პროდუქტები უფასოდ აიღონ, რათა ფასების ზრდის ფონზე, გაჭირვებულები საკვებით უზრუნველჰყოს. მიუხედავად იმისა, რომ კლიენტები არ არიან ვალდებულები, ფული გადაიხადონ, ისინი ცდილობენ, ნავაჭრში სიმბოლური თანხა მაინც დატოვონ. ჯორჯიის შტატის დედქალაქში ინფლაციის დონემ 12%-ს მიაღწია, რაც აშშ-ში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის გამო, ადგილობრივები სუპერმარკეტს ნამდვილ მარგალიტად თვლიან. მაღაზია კვირაში სამ დღესაა ღია და დღე-ღამეში 500-ზე მეტ ადამიანს ემსახურება. კლიენტები იღებენ იმდენ პროდუქტს, რამდენიც სჭირდებათ, მათ საფასურს კი საკუთარი შეძლების მიხედვით იხდიან.