მონეტების კოლექცია „ჰარი პოტერს“ მიუძღვნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„პოტერიანას“ პირველი წიგნის გამოცემიდან 25 წელი გავიდა. ამ თარიღის აღსანიშნავად, დიდ ბრიტანეთში, მონეტების ახალი კოლექცია გამოუშვეს. მონეტებს ინგლისური ზარაფხანა მოჭრის. ჯოან როულინგის წიგნის პერსონაჟების გარდა, მათზე დედოფალ ელისაბედისა და ბრიტანეთის ახალი მეფე ჩარლზის გამოსახულებებიც იქნება. მონეტების ფასი 1.1-დან 5.22 გირვანქა სტერლინგამდე მერყეობს. როულინგის პირველი წიგნი „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ 1997 წელს გამოქვეყნდა.