რობოტი კომპანიის დირექტორია

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩინურმა IT-კომპანია NetDragon Websoft-მა ახალი გენერალური დირექტორი დანიშნა. თანამდებობა ქალბატონმა ტან იუიმ დაიკავა - ვირტუალურმა, ადამიანის მსგავსმა რობოტმა, ხელოვნური ინტელექტით. ტანი მსოფლიოში პირველი ქალი-რობოტია ასეთ თანამდებობაზე. „ჭკვიანი მანქანა“ მიიღებს გადაწყვეტილებებს რისკების მართვის თაობაზე, ასევე დაკავდება საკადრო პოლიტიკით. ვარაუდობენ, რომ ახალი დირექტორი პროცესების ოპტიმიზაციას განახორციელებს და სამართლიანი იქნება ყველა თანამშრომლის მიმართ. „მიგვაჩნია, რომ ხელოვნური ინტელექტი კორპორატიული მმართველობის მომავალია“, - აცხადებენ კომპანიის მესვეურები.