ელექტროდები ყავის ნალექიდან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ქიმიკოსებმა ლითიუმ-იონური ბატარეების ელექტროდების შესაქმნელად ეკოლოგიური და იაფი მეთოდი შემოგვთავაზეს - მასალად ისინი ყავის ნალექს გამოიყენებენ. აკუმულატორებში უარყოფითი ელექტროდი ხშირად გრაფიტისგან კეთდება, სწავლულებმა კი მის ნაცვლად, გამოყენებული ყავის ნალექის გადამუშავება შემოგვთავაზეს, რომელსაც მსოფლიოში წარმოებული ყავის 90% ტოვებს. მისგან მიღებული ელექტროდები უფრო დიდხანს გამოიყენება და ესე იგი, ენერგომოხმარებასაც შეამცირებს.