აფრიკის სახელმწიფო ჩადში, დაქორწინებაზე უარის მთქმელს დააჯარიმებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აფრიკის სახელმწიფო ჩადში, ის ადამიანები, რომლებიც უარს იტყვიან „ხელისა და გულის შეთავაზებაზე“, ვალდებულები იქნებიან, „ამჩილინის“ სახელით ცნობილი ჯარიმა გადაიხადონ. მანგალმეს პრეფექტურაში, ადგილობრივმა უმაღლესმა ისლამურმა საბჭომ დაადგინა, რომ ქალს შეუძლია, კაცს მასზე დაქორწინება სთხოვოს. თუ დათანხმდება, 35 ათასი ცენტრალურაფრიკული ფრანკის (დაახლოებით, 55 დოლარი) გადახდა მოუწევს. ხოლო თუ უარს იტყვის, ჯარიმა 100 ათასი ფრანკი (156 დოლარი) იქნება. თუკი ქალი, რომელსაც ცოლად გაყოლას სთხოვენ და უარს იტყვის, 15 ათასი ფრანკის ჯარიმას გადაიხდის. თუ ქალი ქმარს წინა მეუღლეზე ლაპარაკით ისე მოაბეზრებს თავს, რომ გაიყრებიან, მას 50 ათასი ფრანკის გადახდა მოუწევს... არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ჩადის ქალთა უფლებებს იცავს, კანონის გასაჩივრებას აპირებს. ისლამური საბჭო კი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება ყურანზე დაყრდნობით მიიღეს. აღსანიშნავია, რომ იძულებითი ქორწინებები ფართოდაა გავრცელებული ამ აფრიკულ ქვეყანაში. მსხვერპლი კი, ძირითადად, არასრულწლოვანი გოგონები არიან.