ბეტონს ცემენტის გარეშე ამზადებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღესდღეობით, ბეტონი ყველაზე პოპულარული სამშენებლო მასალაა მსოფლიოში. ის ქვიშისა და მისი შემაკავებლი ცემენტისგან შედგება. ამ უკანასკნელის წარმოება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს - ცემენტის ქარხნებზე მსოფლიო გამონაბოლქვის 8% მოდის. იაპონელმა სწავლულებმა ტოკიოს უნივერსიტიტედან, ბეტონის წარმოების ახალი მეთოდი შეიმუშავეს, რომელსაც ცემენტი არ სჭირდება. ქვიშის ნაწილაკები ერთმანეთს ეწებება რეაქციის შედეგად, რომლისთვისაც ეთილის სპირტსა და კატალიზატორს იყენებენ. მკვლევარებმა ექსპერიმენტი კვარცის ქვიშის, ეთანოლის, კალიუმის ჰიდროქსიდისა და 2.2-დიმეტოქსიპროპანის გაცხელებით სცადეს. შედეგად, მკვრივი მასალა მიიღეს. სიმტკიცით ის ჯერჯერობით არ ჩამოუვარდება ქვიშისა და ცემენტის ბეტონს, თუმცა იაპონელი სპეციალისტები ტექნოლოგიის დახვეწაზე აგრძელებენ მუშაობას. მათი თქმით, ახალი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, მიიღონ სამშენებლო მასალა, რომელიც უფრო მდგრადი იქნება მაღალი ტენიანობის, ტემპერატურის ცვლილებისა და ქიმიკატების ზემოქმედებისადმი.