ყველაზე მოკლე დღე დაფიქსირდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ატომური საათის გამოგონების შემდეგ, სპეციალისტებმა დედამიწაზე ყველაზე მოკლე დღე დააფიქსირეს. CNN-ის ცნობით, 29 ივნისს, ჩვენმა პლანეტამ თავისი ღერძის გარშემო, ჩვეული 24 საათის ნაცვლად, 1.59 მილიწამით სწრაფად იმოგზაურა. ამ მონაცემებს დედამიწის როტაციის საერთაშორისო სამსახურიც ადასტურებს. მკვლევარები ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ ჩვენს პლანეტას იდეალური სფეროს ფორმა არ აქვს და მისი ბრუნვის დინამიკა სტაბილური არ არის. აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდი 2020 წლის 19 ივლისს დაფიქსირდა - მაშინ პლანეტის როტაცია ჩვეულ დროზე 1.47 მილიწამით ნაკლები იყო. ატომური საათი დროის აზომვის სტანდარტული ერთეულია, რომელიც გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან გამოიყენება. სპეციალისტები იმასაც აღნიშნავენ, რომ დედამიწაზე უფრო მოკლე დღეებიც ყოფილა - კვლევების მიხედვით, დაახლოებით, 70 მილიონი წლის წინ, როცა პლანეტაზე დინოზავრები ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ, დედამიწა საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვას 23.5 საათი ანდომებდა.