კონტაქტური ლინზები მასშტაბირების ფუნქციით

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კალიფორნიისა და ხარბინის ტექნოლოგიური ინსტიტუტების სწავლულბმა უნიკალური კონტაქტური ლინზები შექმნეს, რომელიც საშუალებას იძლევა, თვალის ერთი მოძრაობით გამოსახულების მასშტაბი შეცვალოს. სურათის გასადიდებლად ან დასაპატარავებლად მომხმარებელმა მხოლოდ თვალი უნდა დაახამხამოს. გამოგონების მუშაობის პრინციპი ელექტროოკულოგრაფიას ეფუძნება. ყოველ ლინზას ხუთი ელექტროდი უერთდება, რომლებიც თვალის მოძრაობისას წარმოქმნილ ელექტრულ სიგნალს იღებენ. ელექტროდები თვალის კუნთის მსგავსად მოქმედებენ. ახალ კონტაქტურ ლინზებს შეუძლია ფოკუსის მანძილი 32%-ის ფარგლებში ცვალოს. სპეციალისტების თქმით, ეს მხოლოდ ადამიანის თვალს შეუძლია.