ვირუსს ხელოვნური ინტელექტი გამოავლენს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლესტერის უნივერსიტეტის სწავლულებმა ხელოვნური ინტელექტი შექმნეს, რომელსაც კორონავირუსის გამოვლენა შეუძლია. ეს პროგრამა ფილტვების კომპიუტერულ ტომოგრაფიაზეა დაფუძნებული და ალგორითმს იყენებს დიაგნოზის შემდგომი კორექციისთვის. სწავლულთა განცხადებით, მათი მეთოდი 97.8%-იანი სიზუსტით მუშაობს. კორონავირუსის გამოვლენის არსებულმა მეთოდებმა შეიძლება ცრუდადებითი ან ცრუუარყოფითი შედეგები მოგვცეს, ხელოვნური ინტელექტი კი, პრაქტიკულად, ამას გამორიცხავს, რაც დაავადების სწრაფი და ზუსტი გამოვლენის და მედიკოსებზე დატვირთვის შემცირების საშუალებას იძლევა. სპეციალისტები აზუსტებენ, რომ პროგრამული უზრუნველყოფა შეიძლება გამოყენებული იყოს პორტატულ ხელსაწყოებზე, მაგალითად, სმარტფონზე. გარდა ამისა, სწავლულები ამბობენ, რომ ტექნოლოგიის დახვეწა სურთ, რათა მისი გამოყენება სხვა დაავადებების (სიმსივნე, ალცჰაიმერი, გულსისხლძარღვთა და სხვა) დიაგნოსტიკისთვისაც შეძლონ.