სასტუმრო წიგნების მოყვარულებისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

წიგნის კითხვა ბევრ ადამიანს უყვარს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც კითხვის გარეშე დაძინება არ შეუძლიათ. სწორედ ასეთი ადამიანებისთვის, ტოკიოში ახალი სასტუმრო Book and Bed („წიგნი და საწოლი“) გაიხსნა. ეს იდეალური ადგილია იმისთვის, რომ საკითხავთან ჩახუტებულმა დაიძინო. ასეთი სასტუმროს იდეა კომპანია შუპპოსე Dedign-ის დიზაინერებს ეკუთვნით. სასტუმროში ორი სახის ნომრებია - კომპაქტური, სადაც 205X85 სმ-ის ზომის განყოფილებაა საწოლით და მეორე „სტანდარტული“ - 205X129 სმ-ზე. ორივე მათგანი სივრცეს წიგნის თაროებთან იყოფს. ამ უჩვეულო სასტუმროში ღამის გატარება 3800-დან 6 ათას იენამდე ღირს (32-დან 50 დოლარამდე). ჯერჯერობით, სასტუმრო-ბიბლიოთეკაში მხოლოდ 1700 წიგნია იაპონურ და ინგლისურ ენებზე, თუმცა ახლო მომავალში, მისი მესვეურები აპირებენ, ბიბლიოთეკა 300 ათას ეგზემპლარამდე შეავსონ.