სტრესი გაფანტულ სკლეროზს იწვევს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ცნობილია, რომ სტრესი, თუ მას ხშირი ხასიათი აქვს, ისეთი დაავადებების განვითარების პროვოცირებას იწვევს, როგორებიცაა ჰიპერტონია და ათეროსკლეროზი. თუმცა, ბოლო კვლევებით, ჰოლანდიელმა სწავლულებმა დაადგინეს, რომ სტრესი ნერვული სისტემის უმძიმესი და პრაქტიკულად, განუკურნებელი დაავადების - გაფანტული სკლეროზის განვითარების მიზეზიც შეიძლება გახდეს.

კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებში, რომლებიც გამუდმებით სტრესის ქვეშ არიან, ორჯერ უფრო ხშირია გაფანტული სკლეროზის შემთხვევები. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მოვლენა ადამიანის იმუნური სისტემის ფუნქციის დარღვევას უკავშირდება. სწავლულების თქმით, სტრესის რისკ-ჯგუფებს წარმოადგენენ: ქალები, რადგან ისინი კაცებზე ემოციურები არიან, მოხუცები და ბავშვები, ექსტრავერტები, ნევროტიკები, ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებლები და სტრესისადმი გენეტიკურად განწყობილი პირები.