გაიუმჯობესეთ მეხსიერება შამპანურით

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სწავლულებმა ნისლიანი ალბიონიდან განაცხადეს, რომ მეხსიერების შენარჩუნების ყველაზე სასიამოვნო მეთოდს მიაკვლიეს. რედინგის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევებმა დაადასტურა, რომ მცირე რაოდენობით შამპანურის მიღება ააქტიურებს ტვინის იმ უჯრედებს, რომლებიც ახალი ინფორმაციის მიღებასა და ძველის შენახვაზე არიან პასუხისმგებელნი. აქედან გამომდინარე, თუკი კვირში ერთხელ, ერთ ბოკალ შუშხუნა ღვინოს მიირთმევთ, ცინცხალ გონებას შეინარჩუნებთ. ადრე სწავლულებს მიაჩნდათ, რომ ასეთი დადებითი თვისება მხოლოდ წითელ ღვინოს ჰქონდა, რადგან ის დიდი რაოდენობით შეიცავს ფლავანოიდებს. მართალია, შამპანური და სხვა ცქრიალა ღვინოები მსგავს ნივთიერებებს არ შეიცავენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მეხსიერებაზე მაინც საკმაოდ დადებით გავლენას ახდენენ. ამ გავლენას კი მკვლევარები სასმელში ფენოლებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების არსებობას უკავშირებენ.