ვის სჭირდება სამი სამუშაო დღე კვირაში?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

40 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, ადამიანები კვირაში მხოლოდ სამ დღეს უნდა მუშაობდნენ, - ასეთ დასკვნებს აკეთებენ ავსტრალიელი სწავლულები. მუშაობის ასეთი რეჟიმი საშუალებას იძლევა, შენარჩუნდეს მაღალი შრომისუნარიანობა და ასევე, არ დაიტვირთოს ორგანიზმი ზედმეტი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მოქმედებისგან. მკვლევარებმა დაკვირვება 6.5 ათას მოხალისეზე ჩაატარეს, რომელთა ასაკი 40 წელს აღემატებოდა. ექსპერიმენტის ყველა მონაწილეს რამდენიმე ტესტის გავლა შესთავაზეს. აღმოჩნდა, რომ უკეთესი მაჩვენებელი მათ ჰქონდათ, რომლებიც კვირაში, დაახლოებით, 25 საათს მუშაობდნენ. სწავლულთა თქმით, ეს იმის მაჩვენებელია, რომ 40 წელს გადაცილებულ ადამიანებს შემცირებული სამუშაო კვირა სჭირდებათ. ამით თავს აარიდებენ გადაღლას და კოგნიტური უნარების დაქვეითებას, რაც შრომისუნარიანობის ამაღლებას და ხარისხიან სამუშაოს უწყობს ხელს.