ვისკის ბოთლი აუქციონზე გაყიდეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შოტლანდიაში, ედინბურგში გამართულ აუქციონზე - Lyon & Turnbull, 1.1 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის ვისკის ბოთლი. მისი სიმაღლე, დაახლოებით, 180 სმ-ია, მოცულობა - 311 ლიტრი (444 ცალი, ჩვეულებრივი ბოთლი). 32-წლიანი დაძველების Macallan-ის ალკოჰოლური სასმელის მყიდველმა ანონიმად დარჩენა ისურვა. ვისკის ამ ბოთლს საკუთარი სახელიც აქვს - „შეუშინებელი“. ის 11 ნოვატორისა და მკვლევარის მიღწევებს მიეძღვნა, რომელთა პორტრეტებიც ეტიკეტზეა განთავსებული. პროექტის ავტორია ინვესტორი, დენიელ მონკი და მან ის გარდაცვლილ მამას მიუძღვნა. ამ ვისკის ერთი ყლუპი მყიდველს თითქმის 92 გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით, 119 დოლარი) დაუჯდა.