ახალი წამალი კიბოს წინააღმდეგ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელმა ონკოლოგებმა შეძლეს ისეთი ნაერთის მიღება, რომელიც ბლოკავს სიმსივნური უჯრედების გადაადგილებას ორგანიზმში. სწავლულებმა ორეგონის უნივერსიტეტიდან, შექმნეს წამალი, რომელიც საწყის სტადიაზე კიბოს ოთხი სახეობის გავრცელებას ბლოკავს. ახალი პრეპარატი - KBU 2046, ეფექტიანად მოქმედებს სარძევე და წინამდებარე ჯირკვლის, ასევე ფილტვისა და სწორი ნაწლავის კიბოს დროს. ის უკვე გამოსცადეს მღრღნელებზე - წამალმა შეაჩერა მეტასტაზები და შეამცირა ძვლის დაშლა. ცდების შემდეგი ეტაპი კლინიკურია და თუ ისიც წარმატებით ჩაივლის, ავტორები იმედოვნებენ, რომ სულ მალე, ახალი პრეპარატით ადამიანების სიცოცხლეს გადაარჩენენ.