ხელოვნური საკვერცხე უშვილობის წინააღმდეგ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დანიელმა სწავლულებმა ხელოვნური საკვერცხეები შექმნეს, რაც სუსტი სქესის წარმომადენლებს დაეხმარება დაფეხმძიმებაში, ქიმიოთერაპიისა და სხვა პროცედურების შემდეგ, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ ფერტილურობაზე. მკვლევართა ჯგუფმა კოპენჰაგენიდან, ლაბორატორიულ პირობებში შეძლო დადებითი შედეგების მიღება - ახალი საკვერცხეების მისაღებად, მათ უკვე არსებულის ქსოვილები გამოიყენეს. თუმცა, უნდა აღინიშნიოს, რომ ამ „ხელოვნურ საკვერცხეებს“ ჯერ კლინიკური ცდები არ გაუვლია. ამის მიუხედავად, ქალებს, ქიმიოთერაპიის წინ, სთავაზობენ საკვერცხეების ამოჭრას და მათ გაყინვას, რათა შესაძლებლობა ჰქონდეთ, მკურნალობის დასრულების შემდეგ გაჩინონ ბავშვი. თუმცა, სპეციალისტების თქმით, ზოგიერთი სახის ონკოლოგიური დაავადებისას, მაგალითად საკვერცხეების ან თუნდაც ლიკემიის დროს, ზოგჯერ, საკვერცხეების ქსოვილებიც ზიანდება და ასეთი პროცედურის ჩატარება შეუძლებელი ხდება.