გამორთეთ „სმარტფონი“ და მიირთვით ფასდაკლებით!

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კულინარიული კულტურის გადასარჩენად, ჰავად იბრაჰიმი, რომელიც იერუსალიმის ახლოს რესტორნის მფლობელია, საკუთარი დაწესებულების კლიენტებს, საკვების მირთმევის დროს, მობილური ტელეფონების გამორთვას სთხოვს, ამის სანაცვლოდ, მომსახურებაზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. რესტორატორის განცხადებით, ადამიანებს არ შეუძლიათ ბოლომდე ისიამოვნონ ჭამით, რადგან დროს მობილურზე ლაპარაკში ან ინტერნეტში ატარებენ. „სმარტფონები“ ხელს უშლის მათ არა მხოლოდ საკვების მიღებაში, არამედ, ურთიერთობაშიც, რაც რესტორანში ყოფნის განუყოფელი ნაწილია. იბრაჰიმის დაწესებულება, რომელიც აბუ-გოშში მდებარეობს, საკმაოდ პოპულარული ადგილია ებრაელებსა და არაბებს შორისაც.