მამაკაცმა ნაპოვნი განძი ხელისუფლებას გადასცა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გერმანიის ქალაქ ბრემენის მცხოვრებმა სამზარეულოს ძველი კარადა იყიდა და მასში მფლობელების მიერ დამალული ოქროს ზოდები იპოვა. კონვერტში ჩადებული სამი ზოდი ერთ-ერთი უჯრის უკანა კედელზე იყო მიმაგრებული. ოქროს საერთო წონა 2.5 კილოგრამია. ამ რაოდენობის ძვირფასი მეტალის ღირებულება 83.5 ათას ევროა. მამაკაცმა აღმოჩენილი განძი ნაპოვნი ნივთების ბიუროში მიიტანა. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ის სწორად მოიქცა, რადგან კარადაში დამალული ოქრო მისი საკუთრება არ იყო. სამაგიეროდ, პატიოსან მპოვნელს დაჯილდოებენ და მას 2.5 ათას ევროს გადაუხდიან. პოლიციამ გაარკვია, რომ გაყიდვამდე კარადა შეძლებული პენსიონერის სახლში იდგა, რომელიც რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა.