დელეგაციამ სასტუმროდან ნივთები მოიპარა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავსტრიის დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ადმინისტრაციამ,ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს საჩივრით მიმართა. საქმე ისაა, რომ ვენაში, მოლაპარაკებებზე ჩასულმა ირანის დელეგაციის წევრებმა სასტუმროს ნომრებიდან ნივთები მოიპარეს. როგორც ავსტრიული პრესა წერს, სასტუმროCoburg Palace-ის ადმინისტრაციამ, ირანელი სტუმრების გამგზავრების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ნომრებიდან დაიკარგა ვერცხლის დანა-ჩანგალი და კოვზები, ასევე სერვიზები, ლარნაკები, ყავის მანქანები, პირსახოცები, საპნები და შამპუნებიც კი. იმდენად ბევრი ნივთიდაიკარგა, რომ სასტუმროს ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, საჩივარი გაეგზავნა. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი დაკარგული ნივთი ისტორიულ ფასულობას წარმოადგენს.