ვაქცინა ძვლების შესახორცებლად

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელმა სწავლულებმა აშშ-ს მაიოს კლინიკიდან, გერმანელ და ჰოლანდიელ კოლეგებთან ერთად, რნმ-მესენჯერის საფუძველზე შექმნეს ვაქცინა, რომელსაც ძვლების შეხორცების სტიმულირება შეუძლია. დაზიანების შემდეგ, ადამიანის ძვლის ქსოვილი ორი მეთოდით აღდგება: სტრომალური უჯრედებიდან (ღეროვანი უჯრედები) პირდაპირი წარმოქმნით, ან ენდოქონდრიალური ოსიფიკაციით ანუ ხრტილის ჩამოყალიბებით, რომელიც შემდეგ გაძვალდება. ამ მექანიზმების მოშლისა და ორგანიზმში სხვა დარღვევების გამო, მოტეხილობები აღარ ხორცდება, რასაც ამპუტაციამდე მივყავართ. ასეთი შემთხვევებისთვის, მკვლევარებმა მკურნალობის ახალი მეთოდი შექმნეს, რომელსაც ძვლის ქსოვილის აღდგენის სტიმულირება შეუძლია. ჯერჯერობით, სწავლულებმა ახალი პრეპარატი მღრღნელებზე დატესტეს, რამაც მაღალი ეფექტურობა და უსაფრთხოება აჩვენა, ერთი დოზის გადასხმის შედეგადაც კი. ამ მიმართულებით კვლევები კვლავ გრძელდება.