პროდუქტები, რომლებიც თავს გვატკიებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ტრადიციულად, ადამიანებს სჩვევიათ, თავის ტკივილი ამინდს, უძილობას ან დაღლილობას დაუკავშირონ. თუმცა, ყველაზე ხშირად, სწავლულების აზრით, ამის მიზეზი მირთმეული პროდუქტებია. სწორედ ისინი წარმოადგენენ ყველაზე უფრო გავრცელებულ ფაქტორებს, რაც თავის ტკივილს იწვევს და ამას ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევებიც ადასტურებენ. თუ მოულოდნელად, „უმიზეზოდ“, „არაფრის გამო“ თავი აგტკივდათ, უმჯობესია, კვების რაციონის კორექტირება, - აცხადებს ამერიკელი ნევროლოგი, სეიმურ სოლომონი. პირველ რიგში, ტკივილზე პასუხისმგებელია ალკოჰოლური სასმელი, განსაკუთრებით ლუდი და წითელი ღვინო. მათში არსებული ჰისტამინი ჩვენი იმუნიტეტის სტიმულირებას ახდენს, მაგრამ ამავდროულად, სისხლძაღვებზე ისე მოქმედებს, რომ თავის ტკივილს ვგრძნობთ. კიდევ ერთი, მეტად გავრცელებული ვარიანტია თავის ტკივილი კოფეინის გამო. ბევრ ადამიანს დილით ძილისგან კარგად გამოფხიზლება ფინჯანი ყავის გარეშე ვერ წარმოუდგენია და მერეც, მთელი დღის განმავლობაში, თავს ამ არომატული სასმელით იმხნევებს. თუ ბევრ ყავას მიირთმევთ და გაუგებარი მიზეზების გამო, თავის ტკივილი გაწუხებთ, სჯობს, ყავის რაოდენობა შეამციროთ.

ამის შემდეგ მოდის სხვადასხვა ხორც-პროდუქტები: სოსისები, შაშხი, ძეხვი და მისთანები. როგორც წესი, მათში ამატებენ ნიტრიტს (საუკეთესო ფერის - ვარდისფერი შეფერილობის მისაღებად), რომელიც პირდაპირი გზაა თავის ტკივილისკენ. არც ისე ცოტა ნიტრიტებს შეიცავს „ფასტ-ფუდის“ კერძებიც. აშშ-ში სპეციალური ტერმინიც კი გაჩნდა - Hotdog Headache - მიირთვი ჰოთდოგი და თავის ტკივილი გარანტირებული გექნებაო. ზოგიერთ შემთხვევაში, თავის ტკივილს იწვევს მიწის თხილი, პომიდორი, ყველის ზოგიერთი სახეობა, შოკოლადი, ფქვილი და რძეც კი - საქმე ის არის, რომ ყველა მათგანი შეიცავს ამინებს, მათ შორის, ტირამინსაც. თავის ტკივილის რისკის ჯგუფში შედიან აღმოსავლური სამზარეულოს მოყვარულები. აღმოსავლურ კერძებში დიდი რაოდენობით საკმაზებსა და სუნელებს იყენებენ. ბევრი მათგანი ისეთ დანამატს შეიცავს, როგორიც მონონატრიუმის გლუტამატია. სწავლულებმა გაარკვიეს, რომ მოსახლეობის 10-20% თავის ტკივილს უჩივის, რაც ჭამიდან 15 წუთის შემდეგ იწყება და რასაც თან ახლავს საფეთქლებსა და შუბლზე ფეთქვის უსიამოვნო შეგრძნებები.