ვის აქვს ყველაზე გრძელი გვარი

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ასეთი ადამიანი გერმანიაში აღმოაჩინეს - ეს ბერნდ ოტოვოდრემგენტშენფელდია. მისი გვარის გერმანულად დასაწერად 24 ასოს გამოყენებაა საჭირო. ეს 45 წლის მამაკაცი რაინის მხარეში ცხოვრობს. ის აღიარებს, რომ ხშირად აწყდება პრობლემებს, როდესაც რომელიმე საბუთის ბლანკში მისი გვარის ჩაწერა ხდება საჭირო. „არადა, ჩემთვის მეორე სახელის დარქმევაც უნდოდათ, მაგრამ დედა იყო წინააღმდეგი და გადავრჩი“, - ღიმილით აცხადებს ბერნდი.

მისმა მეუღლემ და ქალიშვილმა, გრძელი გვარის გამო წარმოქმნილი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, ის გენტშემნფელდამდე შეამცირეს. გრძელი გვარის მქონე ადამიანებს ყველგან სერიოზული პრობლემები ექმნებათ, ხოლმე. ასე, მაგალითად, შრილანკელ სტუდენტს, რომელიც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს და შვებულების გატარება კვიპროსზე დაგეგმა, ტურისტული ფირმის თანამშრომლებმა უარი უთხრეს განაცხადის გაფორმებაზე - ანკეტაში ასეთი გრძელი გვარ-სახელისთვის ადგილი არ არისო.