ყურძენი დეპრესიას ამარცხებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამხრეთ კაროლინის სამედიცინო სკოლის სწავლულებმა კვლევა ჩაატარეს მღრღნელებზე, რომლებიც წინასწარ, სოციალური სტრესის ქვეშ მოაქციეს. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ რესვერატროლი, რომელსაც წითელი ყურძენი შეიცავს, ორგანიზმში ანთების დონეს აქვეითებს და თაგვებში დეპრესიის განვითარებას უშლის ხელს. სავარაუდოა, რომ სულ მალე, კლინიკური კვლევები დაიწყება იმის დასადგენად, მოქმედებს თუ არა რესვერატროლი ადამიანის ორგანიზმზეც. ადრეულმა კვლევებმა კი უკვე დაადგინა, რომ სწორედ ამ ნაერთის წყალობით, წითელი ღვინო იცავს სისხლძარღვებს დაზიანებისგან და ქოლესტერინის დონესაც ამცირებს. რესვერატროლს სიმსუქნესა და დიაბეტთან ბრძოლაც შეუძლია.