ყავა დელიკატესი გახდება?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შვეიცარიელი სწავლულების ახალ კვლევაში ნათქვამია, რომ კლიმატის გამუდმებული ცვლილების შედეგად, უახლოეს მომავალში, ჩვენი პლანეტის ნახევარზე მეტი მიწა ყავის მოსაყვანად უვარგისი გახდება. მაგალითად, ბრაზილიაში, ამ არომატული სასმელის ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელში, ასეთი ტერიტორიების ფართობი 79%-ით შემცირდება. შედეგად, შესაძლოა, ყავა დეფიციტური პროდუქტი გახდეს და ფასიც, შესაბამისად, ძალიან მაღალი ჰქონდეს. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კლიმატის ცვლილების ამჟამინდელი ტემპების შენარჩუნების შემთხვევაში, არა მხოლოდ ყავის წარმოება შემცირდება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მატონიზირებელი სასმელია, არამედ, სხვა პოპულარული პროდუქტების მოყვანაც, მაგალითად, ავოკადოსი, რომელიც ტროპიკებში მოჰყავთ. ასე რომ, სულ მალე, შესაძლოა, კარგი ღვინის მსგავსად, ყავაც ნამდვილი დელიკატესი გახდეს გურმანებისთვის, რომლის დაგემოვნებასაც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეძლებთ.