კიბოს ვაქცინით პირველი პაციენტი აიცრა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ახალი ვაქცინა, რომელიც ადამიანის დნმ-ზეა მოგებული, კლინიკურ კვლევებს გადის. კიბოს ვაქცინა და მკურნალობის ტაქტიკა კონკრეტულ პიროვნებაზეა მორგებული და ექიმების მიზანი სიმსივნის განმეორების პრევენციაა. ცდები ახლაც მიმდინარეობს და თუ წარმატებით დასრულდება, სპეციალისტების თქმით, ეს იქნება რევოლუციური სვლა სიმსივნის მკურნალობაში. ბრიტანელ მამაკაცს, რომელმაც პირველმა გაიკეთა საცდელი ვაქცინა, 2011 წელს, თავისა და კისრის მიდამოში კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მკურნალობის მიუხედავად, დაავადებამ რეციდივი 4-ჯერ განიცადა. რადიაციულმა თერაპიამ უამრავი გვერდითი მოვლენა გამოიწვია. ახლა ის იმ კლინიკურ კვლევაში მონაწილეობს, სადაც ბრიტანელი მეცნიერები TG4050-ს - სიმსივნის საწინააღმდეგო ვაქცინას სცდიან. პრეპარატი პაციენტის იმუნურ სისტემას „ავარჯიშებს“, რათა მან კიბოს განმეორება აიცილოს თავიდან. ახალი ვაქცინა, უკვე არსებულისგან განსხვავებით, ადამიანის დნმ-ზეა მორგებული და პაციენტის სიმსივნური ქსოვილისგანაა შექმნილი. სწავლულები ვარაუდობენ, რომ ქიმიოთერაპიასა და სხივურ თერაპიასთან შედარებით, მას ნაკლები გვერდითი მოვლენები ექნება.