ახალი აბი გასახდომად

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უახლოეს წლებში, ბაზარზე გამოვა მცენარეული წარმოშობის საკვები დანამატი, რომელიც ეფექტიანად შეუწყობს ხელს წონაში კლებას, - ამის შესახებ, ახალზელანდიელმა მკვლევარებმა განაცხადეს. სპეციალისტებმა ათასამდე მცენარეული ექსტრაქტის კვლევა ჩაატარეს და ბოლოს, იმ სუბსტანციის გამოყოფა შეძლეს, რომელიც ადამიანს დანაყრების შეგრძნებას უჩენს. შესაბამისად, ადამიანი უკვე ნაკლებს მიირთმევს, რადგან მეტის სურვილი აღარ ექნება. ეს კი წონაში დაკლებას შეუწყობს ხელს.

პრეპარატის წინასწარი ტესტირება 19 მოხალისე მამაკაცზე ჩატარდა. მათ ამ საკვებ დანამატს საუზმის წინ აძლევდნენ, შემდეგ კი გემრიელი საჭმლის დიდი არჩევანი ჰქონდათ, საკონტროლო ჯგუფი კი პლაცებოს იღებდა. აღმოჩნდა, რომ მათ, რომლებმაც ახალი დანამატი მიირთვეს, 200 კალორიით ნაკლები მიიღეს, ვიდრე პლაცებოს ჯგუფმა. სპეციალისტების თქმით, ეს უკვე კარგი მაჩვენებელია. თუმცა, ახალზელანდიელების პროექტი ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია და სამ-ოთხ წელზე ადრე, ახალი „გასახდომ აბებს“ არ უნდა ველოდოთ.