სიღარიბესთან ბრძოლის ორიგინალური მეთოდი

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ინდონეზიის კულტურისა და განათლების მინისტრმა შეძლებულ ადამიანებს მოუწოდა, ღარიბებზე დაქორწინდნენ, რათა ამ გზით დამდარცხდეს უთანასწორობა. არადა, ქვეყანაში გავრცელებული მუსულმანური რელიგიური წესებიდან გამომდინარე, თანასწორობის ტენდენცია გავრცელებული არაა - ყველამ თავისი თანასწორი უნდა მოძებნოს, თუმცა მინისტრი აცხადებს, რომ ადამიანებს ეს წესი არასწორად ესმით. ჩინოვნიკმა, ეგრეთ წოდებული, სერტიფიციტირების პროგრამაც აამუშავა, რომლითაც, წყვილს, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ეკონომიკურად სტაბილური, მაგრამ დაქორწინება სურს, სპეციალურ მოწმობას მისცემენ.

„რა იქნება, თუკი ღარიბი ისევ ღარიბზე დაქორწინდება? - უფრო მეტი ღარიბი ადამიანი გვეყოლება. ეს კი ინდონეზიისთვის პრობლემაა“, - აცხადებს მინისტრი. ის მზადაა, სპეციალური კანონიც გამოსცეს კლასთაშორის ქორწინებაზე და ეკონომიკურად არასტაბილურ წყვილებს სამუშაოს მოძიებაშიც დაეხმაროს.