ანტისტრესული ყურსასმენები შექმნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კორეული კომპანია Fuman-ის წარმომადგენლებმა, უზარმაზარი ანსტისტრესული ყურსასმენები Nirvana შექმნეს, რომელიც მუსიკას არანაირად არ უკავშირდება. ერთადერთ ხმას, რომელსაც ამ გაჯეტის საშუალებით მოისმენთ, თეთრი ხმაურია. საქმე ის არაა, რომ ყურსასმენებში, ყურების მასაჟისთვის საჭირო მილაკებია ჩამონტაჟებული, ეს Nirvana-ს ერთადერთი ფუნქციაა, რაც, მწარმოებლების თქმით, გაჯეტის მომხმარებელს „დამშვიდებისა და კომფორტის შეგრძნების“ გრანტიას აძლევს. ფირმამ ამ უნიკალური ყურსასმენების შესაქმნელი საჭირო თანხა, ინტერნეტ-მომხმარებლების საშუალებით შეაგროვა და მისი მასობრივი წარმოების დასაწყებად საკმარისი ფული უკვე აქვს. თვის ბოლომდე, ამ ინოვაციური გაჯეტის შეძენა 180 დოლარად იქნება შესაძლებელი.