არჩეული დეპუტატი საზეიმო სროლებს შეეწირა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პაკისტანში, ადგილობრივი თვითმმართველობის ახლად არჩეული დეპუტატი, მისი გამარჯვების აღსანიშნავი საზეიმო სროლების შედეგად მოკლეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, მოჰამედ ზაქრია ხანსანდეი პეშავარის რაიონში აირჩიეს. მისი მხარდამჭერები არჩევნებში წარმატებას სროლებით აღნიშნავდნენ, რა დროსაც შემთხვევით, რამდენიმე ტყვია დეპუტატს მოხვდა და გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყეს.