საუკეთესო ქვეყანა პენსიონერებისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პორტალმა Our Life Plan-მა, ახალი გამოკვლევების შედეგების მიხედვით, ის ქვეყნები დაასახელა, სადაც პენსიონერებს საუკეთესო ცხოვრება აქვთ. რეიტინგში პირველ ადგილზეა არაბთა გაერთიანებული საემიროები, მეორე ადგილზე - ავსტრალია, ხოლო მესამეზე - ისრაელი. სიის შედგენისას, ისეთი ფაქტორები გაითვალისწინეს, როგორებიცაა ბედნიერების რეიტინგი, ცხოვრების საფასური, საშუალო თვიური ხელფასი, საშუალო წლიური ტემპერატურა და წელიწადში მზიანი დღეების რაოდენობა. ამ მაჩვენებლების მიხედვით, საემიროებში საშუალო წლიური ტემპერატურა 27 გრადუსია, მზე წელიწადში 3 508 საათს ანათებს - ამ და სხვა კარგი მაჩვენებლების კრიტერიუმებით, ქვეყანა საუკეთესოდ დასახელდა პენსიონერებისთვის.

საუკეთესოთა ხუთეულშია, ასევე, ბაჰრეინი და საუდის არაბეთიც.

ევროპული ქვეყნებიდან პორტალი პენსიონერებს საცხოვრებლად კვიპროსს ურჩევს - აქ საკმაოდ მაღალია სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი, საშუალო ტემპერატურა წელიწადში 19.6 გრადუსია. გარდა ამისა, კუნძული ცნობილია თავისი პლაჟებით, რესტორნებითა და ძველი ქალაქებით. სიის ათეულში მოხვდნენ ესპანეთი, მალტა, კოლუმბია და ტაილანდი.