იაპონური კომპანია ალკოჰოლურ სუპს ყიდის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კვების პროდუქტებისა და სასმელების მწარმოებელმა იაპონურმა კომპანიამ Mitsubishi Shokuhin უჩვეულო, ზამთრის სუსხში გამათბობელი სუპი შექმნა, რომელშიც ალკოჰოლია დამატებული. სიახლე, სახელწოდებით Nihonshu No Dashiwari, ტრადიციული იაპონური ბულიონის - დასის და სასმელის - საკეს კომბინაციას წარმოადგენს. დასის ამზადებენ ლამინარიის, სკუმბრიასა და სოიოს სოუსით. სუპი ერთჯერად ჭიქებში ჩამოსხმული იყიდება, რომლის გაცხელებაც მიკროტალღურ ღუმელშია შესაძლებელი. ამ შემთხვევაშიც კი, სუპი, საკესთან ერთად, მაინც ინარჩუნებს ალკოჰოლის 4%-იან შემცველობას. ამ გამათბობელი საკვების ღირებულება 198 იენია (1.90 დოლარი).