ყველაზე სექსუალური მამაკაცი გამოავლინეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პოპულარულმა ჟურნალმა People, წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა. ეს ტიტული ამერიკელ მსახიობს, 52 წლის პოლ რადს ერგო, რომელიც მარველ-ის კინოსამყაროში, ადამიანი-ჭიანჭველას როლითაა ცნობილი. გამოცემასთან ინტერვიუში, მსახიობმა აღნიშნა, რომ ახალი ტიტულის შესახებ ინფორმაცია წინასწარ მხოლოდ მეუღლეს გაანდო.

„ის გაოცებული იყო, მაგრამ მერე მითხრა, რომ მათ ყველაფერი სწორად გაიგეს“, - განაცხადა რადმა. მსახიობის თქმით, გამოცემის მიერ ყველაზე სექსუალურ მამაკაცად მისი დასახელება, ალბათ, ბევრს გააკვირვებს. გასულ წელს, ჟურნალმა ეს ტიტული შავკანიან მსახიობს, მაიკლ ბი ჯორდანს მიანიჭა.