კიბოს დიაგნოსტიკა წყლით?!

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ესპანელმა სწავლულებმა ბარსელონას უნივერსიტეტიდან, წყლის მოლეკულა გამოიყენეს, რათა ონკოლოგიური დაავადება ადრეულ სტადიაზე გამოევლინათ. მკვლევარებმა ამისთვის Tn-ანტიგენების ორი სახეობა გამოიყენეს. ის სიმსივნის 90%-ის შემთხვევაში ვლინდება და ავთვისებიანი წარმონაქმნების ინდიკატორად ითვლება. წყალთან ურთიერთქმედებისას, ეს ანტიგენები სხვადასხვანაირად მოიქცნენ. მათგან პირველი, რომელიც ტრეონინთანაა დაკავშირებული, წყლის მოლეკულის წყალობით, მკვრივ ფორმას იღებდა, მეორე სახეობა კი, რომელიც სერინს უკავშირდება, უფრო რბილი ხდებოდა. ამგვარად, ანტიგენების მოლეკულის ევოლუციის მიხედვით, შესაძლებელი ხდება ონკოლოგიური დაავადებების განვითარების ხარისხის დადგენა. სწავლულები კიბოს წინააღმდეგ ახალი თერაპიის შემუშავებას აპირებენ, რომლის დროსაც, Tn-ანტიგენის სინთეტიკურ ანალოგს გამოიყენებენ.