სექსუალურობის კრიტერიუმები ბრიტანულად

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

120 ათასი ბრიტანელი მამაკაცის გამოკითხვის შედეგად, როგორც იქნა, ის კრიტერიუმები დადგინდა, რომელთა მიხედვითაც კაცობრიობის ძლიერი სქესის წარმომადგენლები პარტნიორებს ირჩევენ. ამ მხრივ, მთავარ არგუმენტად ბრიტანელმა მამაკაცებმა ერთხმად დაასახელეს ინტელექტი. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მიიჩნევდნენ, თითქოს მამაკაცებს არ უყვართ ჭკვიანი ქალები, აღმოჩნდა, რომ გარეგნობას არც ისე დიდი მნიშვნელობა აქვს - ამიტომ, მანდილესნების გარეგნობა მხოლოდ მეორე ადგილზე აღმოჩნდა. გამოკითხვების მიხედვით, მესამე პოზიციაზეა იუმორის გრძნობა.

გამოკვლევამ ბოლო დროს ჩამოყალიბებული ტენდენციაც ახსნა, როდესაც ასაკოვანი მამაკაცები ახალგაზრდა გოგონებთან არჩევენ რომანის გაბმას. აღმოჩნდა, რომ ეს დაკავშირებულია მამაკაცის ორგანიზმის დაბერების პროცესთან, რაც ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ხელს უშლის, სექსუალური აქტიურობა ძველებურ დონეზე შეინარჩუნონ. განსაკუთრებით კი მათი ასაკის ქალებთან, რადგან მშვენიერი სქესს სწორედ ამ დროს აქვს სექსუალური „ყვავილობის“ პერიოდი: მათში ჰარმონიულადაა შერწყმული ძალა და ინტიმური ურთიერთობის სურვილი. ამიტომ, მამაკაცები ცდილობენ, კავშირი ჰქონდეთ საწინააღმდეგო სქესის გამოუცდელ წარმომადგენლებთან, რომელთათვისაც უფრო მნიშვნელოვანი რომანტიკაა, ვიდრე პოტენცია.