რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ ყველაზე მსუქანი ქალები

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მკაცრი, ელეგანტური, დახვეწილი და გრაციოზული ინგლისელები სულ მალე ისტორიას ჩაბარდებიან. მათ ადგილს კი მსუქანი ადამიანების „ნაცია“ დაიკავებენ - უამრავი დაავადებით, რაც ჭარბი წონითაა გამოწვეული. ყოველ შემთხვევაში, ასეთი მომავლით აშინებენ ნისლიანი ალბიონის მცხოვრებლებს სოციოლოგები. მათ გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც, ოფიციალურად, ბრიტანელი ქალები ყველაზე მსუქნებად აღიარეს ევროპაში. ჭარბი წონისგან აქ 18-დან 24 წლამდე ასაკის სუსტი სქესის წარმომადგენელთა 16.6% იტანჯება, რაც თითქმის ყოველი მეოთხე ბრიტანელია. ამასთან, მათი მაჩვენებელი გაცილებით უარესია, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისა. მაგალითად, ახალგაზრდა ფრანგ ქალებში სიმსუქნე მხოლოდ 12%-ს ახასიათებს, ესპანელებში - 14.4%-ს, იტალიელებში კი, მიუხედავად ქვეყანაში პოპულარული პიცისა და მაკარონისა, ჭარბ წონას მხოლოდ 9.3% უჩივის. ბრიტანელ ქალებს დიდად არც აქაური მამაკაცები ჩამორჩებიან - მათი 22.1% ჭარბწონიანია, რაც მალტის შემდეგ, ევროპაში მეორე უარესი მაჩვენებელია.