ანჯელინა ჯოლი ახალ რომანში „ამხილეს“

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ანჯელინა ჯოლის რომანი აქვს ცნობილ მომღერალთან, რომელიც მასზე 15 წლით უმცროსია - მსგავსი სათაურებით დასავლური ტაბლოიდები აჭრელდნენ. ერთ-ერთი მათგანის, Daily Mail-ის ცნობით, პოპულარული მსახიობი სანტა-მონიკაში, რესტორანში დააფიქსირეს მომღერალ The Weeknd-თან ერთად (მისი ნამდვილი სახელია ეიბელ ტესფაიე). იქვე აღნიშნავენ, რომ ჯოლი პირველად არ შეუნიშნავთ ამ ჰოლივუდელ შემსრულებელთან - ისინი რამდენჯერმე ნახეს ერთად, არაფორმალურ ვითარებაში. ამერიკული პრესა არ ცხრება და სათაური სათაურს მოსდევს, 46 წლის ანჯელინასა და 31 წლის, The Weeknd-ის შესაძლო რომანის შესახებ. თავად მსახიობი და მომღერალი კი ამ ფაქტს არ ადასტურებენ. ანჯელინა ჯოლი, ბრედ პიტს 2016 წელს დაშორდა, ოფიციალურად კი მხოლოდ 2019 წელს განქორწინდნენ.