ბევრი ყავა ქალებს ვნებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სუსტი სქესის წარმომადგენლებში, შარდის ბუშტის ქრონიკული პრობლემების მიზეზი, შესაძლოა, ყოველდღიურად და ხშირად ყავით თავის განებივრება იყოს - ასეთი დასკვნა ჰარვარდის ცენტრის სპეციალისტებმა გაკეთეს, როდესაც კიდევ ერთხელ შეისწავლეს კოფეინის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. მრავალწლიანი კვლევებისას, სწავლულებმა გაარკვიეს, რომ დღის განმავლობაში, ოთხი ფინჯანი ყავის მიღება, თუნდაც მხოლოდ ოთხი წლის განმავლობაში, მშვენიერ სქესში იწვევს შარდის ქრონიკულ შეუკავებლობას. ამის მიზეზი კოფეინის მომატებული დონის გავლენაა. მკვლევარებმა დაითვალეს, რომ ასეთ უსიამოვნო შედეგებს იწვევს დღეში 450 მგ (დაახლოებით, 4 ჭიქა ყავა) კოფეინის მოხმარება. მათ, რომლებიც 300 მგ-მდე კოფეინს იღებენ დღის განმავლობაში, მსგავსი პრობლემები არ აღენიშნებათ.