კბილების დაკარგვა სიცოცხლეს გვიმოკლებს!?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დაცვენილი კბილების რაოდენობის მიხედვით, შესაძლებელია იმის გაგება, რამდენი წლის სიცოცხლე დარჩა ადამიანს - ამ დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანელი მკვლევარები, Oral Health Foundation-დან. მათ განსაზღვრეს, რომ დაცვენილი კბილების რაოდენობა იმის ძირითად ინდიკატორს წარმოადგენს, თუ როგორ ექცევა ადამიანი საკუთარ ჯანმრთელობას. ექსპერტების დაკვირვებების თანახმად, ადამიანები, რომლებმაც 70 წლის ასაკში ყველა კბილი შეინარჩუნეს, ხშირად, 100 წლამდე და მეტხანსაც ცოცხლობენ. ამასთან, 65 წლის ასაკისთვის, 5 და მეტი კბილის დამკარგავ ადამიანს საკმაოდ ხშირად აწუხებს გულსისხლძარღვთა დაავადებები, ასევე, დიაბეტი, ოსტეოპოროზი და რამდენიმე წლით ნაკლებსაც ცოცხლობენ.

სწავლულები კბილების დაცვენის მთავარ მიზეზად ასახელებენ ტრავმებს, თამბაქოს მოწევას, პირის ღრუს ცუდ ჰიგიენასა და ღრძილების დაავადებებს. მთლიანობაში, კბილების დაკარგვა და რაც მთავარია, ამ პრობლემის მოგვარებაზე უარის თქმა, თითქმის ყოველთვის მიუთითებს ადამიანის ცხოვრების დაბალ ხარისხსა და ჯანმრთელობისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე.