ვარკეთილი 3-ი III მ/რ-ში, რეკრეაციული სივრცე ეწყობა

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამგორის რაიონში, ვარკეთილი 3-ი III მ/რ-ში, კორპუსი 343-ის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცე ეწყობა. პროექტის ფარგლებში, 25-მდე ავტოფარეხი დემონტაჟდა და კეთილმოეწყობა 6850 კვ.მ ფართობი.
აღნიშნულ სივრცეში, ამ ეტაპზე, ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი წყლის სისტემა. ასევე, მოეწყობა დასასვენებელი სივრცე, კომბინირებული საბავშვო ატრაქციონები, განთავსდება მოსასვენებელი სკამები და სანაგვე ურნები.
პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 1 200 000 ლარია. მიმდინარე სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „ალგე ჯგუფი“ ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან და რაიონის მაჟორიტარ რევაზ სოხაძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო.