ავიაკომპანია wizz Air 2023 წლის ივნისიდან პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას ახალი მიმართულებებით დაიწყებს

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავიაკომპანია WIZZ AIR ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის ივნისიდან მესამე ბაზირებულ ხომალდს აბრუნებს და პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას ევროპის 5 ახალი მიმართულებით დაიწყებს.

ივნისიდან ახალი მიმართულებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან: მადრიდი, ბრიუსელი, ფრანკფურტი, ჰამბურგი და პოზნანი. 5-ვე მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება, ხოლო, პარიზის, მილანის, პრაღისა და მემინგენზე არსებულ სიხშირეებს თითო სიხშირე დაემატება.