ივლისსა და აგვისტოში ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 მაკა რუხაძე

 ირაკლი ღარიაბაშვილი: საწვავი 20-30 თეთრით გაიაფდება

 

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას საწვავის კიდევ 30 თეთრით გაიაფებას პირდება. მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მართალია, ივლისსა და აგვისტოში, საწვავი გაიაფდა, მაგრამ ფასის კლება ფაქტორების პროპორციული არ არის. მეტიც, პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ იმპორტიორებისგან უკვე მიიღეს პირობა და გამორიცხული არაა, საწვავი 20-30 თეთრით კიდევ შემცირდეს. პარალელურად, საერთაშორისო ბაზრებზე - ნიუ-იორკისა და ლონდონის საერთაშორისო ბირჟებზე, ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა.

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ რეკომენდაციით მიმართა კონკურენციის სააგენტოს, რათა უწყებამ დაიწყოს მოკვლევა და შეამოწმოს, რამდენად კეთილსინდისიერად ოპერირებენ ნავთობის იმპორტიორები. ღარიბაშვილს აინტერესებს, იცავენ თუ არა კონკურენციის პირობებს, რა მარჟებით მუშაობენ და რა მოგება აქვთ იმპორტიორებს.

„მინდა, ჩვენი მოქალაქეებისთვის განვმარტო: ჩემი დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე ფინანსთა მინისტრები შეხვდნენ საწვავის იმპორტიორებს. ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით საწვავის ფასებს და მჭიდრო კოორდინაციაში ვართ კონკურენციის სააგენტოსთან. მე ვესაუბრე მათ და მართალია, ლარი გამყარდა და საწვავის ფასებიც პლაცზე დაკლებულია, ჯერ კიდევ გვაქვს განცდა იმისა, რომ შესაბამისად არ ჰპოვა ასახვა საწვავის ფასებმა და არ მოხდა პროპორციული კლება, ამიტომ საჭიროა გავააქტიუროთ მუშაობა იმპორტიორებთან.იმპორტიორები შეგვპირდნენ, რომ კიდევ მეტად დააკლებენ საწვავს ფასს, ჯამში, 20-30 თეთრით. საჭიროა მეტი გამჭვირვალობა, რა მარჟებით მუშაობენ, რამდენია მათი მოგება და სხვა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვნახოთ, როგორი იყო ნავთობპროდუქტების იმპორტი ივლისში და მას შემდეგ, რაც ციფრებს გავაანალიზებთ, უკეთ დავინახავთ, რამდენად რეალურია საწვავის გაიაფების შანსი.  სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ნავთობპროდუქტების იმპორტი ივლისში საგრძნობლად გაიზარდა, განსაკუთრებით, საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა მოიმატა. ზრდაფიქსირდება სანავთობო ბიტუმის იმპორტშიც, ხოლო საავიაციო ნავთის იმპორტში მცირეოდენი კლებაა.ამ კლების მიუხედავად, საავიაციო ნავთის მოხმარება მაინც ინტენსიურია, რადგანამ პერიოდში, საჰაერო მიმოსვლა გააქტიურდა.

„მთლიანობაში, ნავთობპროდუქტების ბაზარზე,მკვეთრი მატება არ შეინიშნება, თუმცა არც შემცირებას აქვს ადგილი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეტ-ნაკლებად, არსებული ვითარება პოზიტიურია. 2022 წლის ივლისში, საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი2.16 ათასი ტონა, რაც 0.45 ათასი ტონით ანუ 26.3%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (1.71 ათასი ტონა) შედარებით და 0.61 ათასი ტონით ანუ 39.3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1.55 ათასი ტონა) შედარებით.რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც ამ პერიოდში, საცხებ-საპოხი მასალების საქართველოში იმპორტი განახორციელა,თურქეთი ლიდერ პოზიციაზეა. იმპორტი ამ მიმართულებით 0.43 ათასი ტონა იყო, რაც მთელი იმპორტის 19.9%-ია. შემდეგ მოდის ირანი - 0.42 ათასი ტონით (19.4%), რუსეთი - 0.28 ათასი ტონით (13%)და გერმანია - 0.15 ათასი ტონით (6.9%)“, - აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

ისევ სტატისტიკურ მონაცემებს გადავავლოთ თვალი: 2022 წლის ივლისში, საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა, თუმცა წლიურ ჭრილში კლებაა. კერძოდ, ამ პროდუქტის იმპორტი13.2 ათას ტონაზე დაფიქსირდა, რაც 5.8 ათასი ტონით ანუ 78.4%-ით მეტია ივნისის მაჩვენებელთან (7.4 ათასი ტონა) შედარებით და 2.3 ათასი ტონით ანუ 14.8%-ით ნაკლები - გასული წლის ანალოგიური თვის მაჩვენებელთან (15.5 ათასი ტონა) შედარებით. ივლისში, საავიაციო ნავთის იმპორტის 72% (9.5 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, ხოლო 28% (3.7 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირშიაცხადებენ, რომ წლიურ ჭრილშიც და ივლისის განმავლობაშიც, სანავთობო ბიტუმის იმპორტიგაიზარდა. 2022 წლის ივლისის განმავლობაში, სანავთობო ბიტუმის იმპორტი 12.4 ათასი ტონა იყო, რაც 1 000 ტონით ანუ 8.8%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (11.4 ათასი ტონა) შედარებით და ასევე, 1 000 ტონით ანუ 8.8%-ით მეტი, გასული წლის ანალოგიური თვის მაჩვენებელთან (11.4 ათასი ტონა) შედარებით.

ახლა ვნახოთ, რომელი ქვეყნებიდან განხორციელდა სანავთობო ბიტუმის იმპორტი საქართველოში. 2022 წლის ივლისში, სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან - 11.7 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 94.4%-ია. აზერბაიჯანს მოჰყვება თურქმენეთი - 0.7 ათასი ტონით (5.6%). 2022 წლის ივლისში, გათხევადებული აირების იმპორტი4.2 ათას ტონაზე დაფიქსირდა, რაც 0.9 ათასი ტონით ანუ 27.3%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (3.3 ათასი ტონა) შედარებით.2022 წლის ივლისში, გათხევადებული აირების იმპორტის თითქმის 100% რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა.

როგორც ხედავთ, იმპორტის დინამიკა პოზიტიურია. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ ზაფხულის სეზონიდან გამომდინარე, მოთხოვნა იზრდება, რაც ეკონომიკის გამოცოცხლებას (ტურისტული სეზონის გააქტიურებას) უკავშირდება და ეს მოცემულობა მომავალშიც შენარჩუნდება.

„მთლიანობაში, სხვადასხვა კატეგორიაში, ნავთობპროდუქტების იმპორტი პოზიტიურიდინამიკით ხასიათდება. შესაბამისად, იზრდება მოხმარება, განსაკუთრებით თვალშისაცემია საავტომობილო ზეთებისადა სანავთობო ბიტუმის იმპორტის მკვეთრი ზრდა. მართალია, მცირედით შემცირდა საავიაციო ნავთის იმპორტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოხმარებამ იკლო. პირიქით, საჰაერო მიმოსვლა და ზოგადად, საერთაშორისო რეისებიაშკარად მაღალ მაჩვენებელზეა.რაც შეეხება თხევადი აირის  სეგმენტს, მისი იმპორტი და მოხმარება არ იზრდება მიუხედავად იმისა, რომ ბენზინის ფასი მაღალია, ხოლო თხევადი გაზი - მისი ალტერნატივა. ზოგადად, საწვავისბაზარზე დადებითი ტენდენციაა, რაც საბიუჯეტო შემოსავლებისმატებას უკავშირდება. გარდა ამისა, გარკვეულწილად, მოხმარების ზრდა ეკონომიკის აქტივობას უკავშირდება დაშეგვიძლია ვთქვათ, რომ ადგილი აქვს პოზიტიურ ტრენდს, რაც, დიდი ალბათობით, მომავალშიც შენარჩუნდება.აგვისტო და სექტემბერი, ამ მხრივ, აქტიური თვეებია და ამ პერიოდში,ტრადიციულად, საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა გააქტიურებულია. ამდენად, ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნა გაზრდილია და ეს ტენდენცია კვლავაც შენარჩუნდება“, -აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

 

***

როდესაც საწვავის ფასზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მსოფლიო ბაზარზე, ნავთობის ფასმა მკვეთრი ზრდა დაიწყო. ომის დაწყებიდან მალევე, Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის ფასმა ბარელზე 120 დოლარსაც კი გადააჭარბა.

ბოლო პერიოდში, ნავთობის ფასი დასტაბილურდა - ამჟამად, Brenti-ი 94 დოლარამდე, ხოლოWTI-ის ტიპის ნედლი ნავთობი - 88 დოლარამდე ღირს, რაც ომამდელღირებულებას უტოლდება. საწვავის ფასების კლება საქართველოში ორიოდე თვის წინ, არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე დაიწყო, სადაც საწვავი, დაახლოებით, 30 თეთრით გაიაფდა. რაც შეეხება, ბრენდირებულ სადგურებს, დიზელი აგვისტოში 10-15 თეთრით გაიაფდა.

შემოსავლების მიხედვით საქართველოში უმსხვილესი ნავთობიმპორტიორის, „სოკარის“ ფასების არქივის თანახმად, კომპანიის ბენზინგასამართ სადგურებზე იანვარ-ივლისში ევრო რეგულარის ტიპის საწვავზე თვიური საშუალო ფასი თითქმის 21.6%-ით გაიზარდა. თუ იანვარში, 3.06 ლარი იყო ღირებულება, ივლისში - 3.72 ლარამდე ანუ 66 თეთრით გაძვირდა.

კიდევ უფრო მეტია ფასნამატი დიზელზე - წლის პირველ თვეში, იანვარში, „სოკარის“ სადგურებზე ევრო-დიზელის საშუალო ფასი 2.98 ლარს შეადგენდა, ივლისში კი საშუალო ფასი - 4.66 ლარი ანუ 1.68 ლარით მეტი იყო, რაც 56.4%-იანი ზრდაა.

რაც შეეხება კიდევ ერთ მსხვილ ნავთობიმპორტიორს საქართველოში, „ვისოლს“, ევრო-რეგულარის ტიპის საწვავის საშუალო ფასმა ამ კომპანიის სადგურებზე იანვარ-ივლისში 20.2%-ით, 63 თეთრით მოიმატა. თუ იანვარში საშუალო ფასი 3.12 ლარი იყო, ივლისში 3.75 ლარამდე გაიზარდა.

51.6%-ით, 1.62 ლარითაა გაზრდილი ფასები დიზელზე „ვისოლის“ სადგურებზე და ივლისის საშუალო მაჩვენებელი 4.76 ლარი იყო. წლის დასაწყისში, ევრო-რეგულარისა და ევრო-დიზელის ფასები ერთმანეთისგან მცირედით განსხვავდებოდა, მეტიც, კომპანიების ნაწილი დიზელს უფრო იაფადაც ყიდდა, თუმცა ახლა მდგომარეობა განსხვავებულია და ორი ტიპის საწვავს შორის, თითქმის ერთლარიანი სხვაობაა.

ზოგადად, რუსეთიდან საქართველოში შემოტანილი ბენზინის ფასი ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე დიზელის და სხვაობასაც ეს ფააქტორი განაპირობებს. მიმდიანრე წელს, საწვავის მთავარი შემომტანი საქართველოში რუსეთი გახლდათ, არადა, 2021 წელს, პირველ ადგილზე თურქმენეთი იყო, თუმცა წელს, საწვავის ფასის რეკორდული ზრდის გამო, ნავთობიმპორტიორებს საქართველოში ფასდაკლებული რუსულ საწვავი შემოაქვთ. ტოპ 5 იმპორტიორ ქვეყანაში შედის რუმინეთი, თურქმენეთი, ბულგარეთი და აზერბაიჯანი.