არამიზნობრივად გაფლანგული საბიუჯეტო სახსრები სოფლის განვითარების სააგენტოში

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აუდიტი

 რა ხარვეზები გამოავლინეს სახელმწიფო აუდიტორებმა სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებშისანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი

 

 მაკა რუხაძე

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური სოფლის განვითარების სააგენტოს სახელმწიფო პროგრამით დაინტერესდა. აუდიტის დასკვნა, რომელიც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, ეხება პროგრამას „დანერგე მომავალი“. კერძოდ, ესაა 2018-2020 წლების შესაბამისობის აუდიტი, სადაც სახელმწიფო მაკონტროლებლებმა სხვადასხვა სახის დარღვევები გამოავლინეს, როგორც პროგრამის მართვის პროცესში, ასევე, მრავალწლიანი ბაღებისა და სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტებშ.

 

ხარვეზები პროგრამის მართვის პროცეს

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომდადგენილი წესის შესაბამისად, ააიპ სოფლის განვითარების სააგენტომ სრულყოფილად შევსებული ბენეფიციარების განაცხადების რეესტრი ვერ წარადგინა. სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით,ეს არ შეესაბამება პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულ პროცედურებს და სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს განაცხადების მიღებისა და დამუშავების პროცესის გამჭვირვალობას.

„ცალკეულ შემთხვევებში, ბენეფიციარების განაცხადების დახარვეზების პროცესი არათანმიმდევრული მიდგომით გამოირჩევა. კერძოდ, კენკროვანების ქვეკომპონენტში შესწავლილი 77 ხელშეკრულებიდან ცხრა შემთხვევაში,დახარვეზების მიუხედავად, პოტენციური ბენეფიციარების განაცხადების განხილვ იმავე სარეგისტრაციო ნომრით, რიგის ბოლოში გადანაცვლების გარეშე გაგრძელდა. სხვა ანალოგიურ შემთხვევებში, განაცხადებს ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ მინიჭებული აქვთ ახალი სარეგისტრაციო ნომრები. ასევე, განაცხადების დახარვეზების მიზეზების მხრივ, არათანმიმდევრული მიდგომაა ცალკეული კომპონენტის მიხედვით. მაგალითად, მრავალწლიანი ბაღების კომპონენტში, განაცხადები დახარვეზებულია მათში არსებული ტექნიკური უზუსტობების გამო. ყოველივე ეს,ბენეფიციართა მიმართ არაერთგვაროვანი მიდგომის რისკებს ზრდის“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ნორმების აღსრულების მიზნით, სააგენტომ დროულად არ განახორციელა შესაბამისი ღონისძიებები. კერძოდ, 2019 წლის 16 მაისიდან 2020 წლის 11 მარტამდე, სააგენტოს არ დაუმტკიცებია საყრდენი ბოძებისა და სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების ტექნიკური მახასიათებლები და ფასები. შესაბამისად, ამ პერიოდში, ბენეფიციარები მოკლებულნი იყვნენ ფინანსური დახმარების მიღების შესაძლებლობას.

 

ხარვეზები მრავალწლიანი ბაღების კომპონენტ

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ სოფლის განვითარების სააგენტომ ვერ უზრუნველყო კენკროვანი კულტურების ნერგების მიმწოდებლების ვალდებულებების შესახებ ბენეფიციარების ინფორმირება. არადა, საკუთარი უფლებამოსილების შესახებ ბენეფიციარების დროული ინფორმირება ხელს შეუწყობდა პროგრამის ფარგლებში გაწეული ხარჯების პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის ზრდას. გარდა ამისა, ორ შემთხვევაში, ბენეფიციარების განმარტება არ შეესაბამებოდა მათ მიერ წარდგენილ, ნერგების მიმწოდებელთან გაფორმებულ მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციას.

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 20 თვემდე პერიოდის განმავლობაში, პროგრამით გამიჯნული არ იყო ფსტის კულტურის დამყნობილი და დაუმყნობელი ნერგების კატეგორიები და მათი შესაბამისი ტარიფები, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდება, რაც მიუთითებს დოკუმენტაციის მომზადების პროცესში არსებულ ხარვეზზე.

შედეგად, სააგენტომ ერთი ბენეფიციარი დააფინანსა 73500 ლარით გაზრდილი ოდენობით. აღნიშნული თანხა ბენეფიციარს ნერგების დამყნობის შემდეგ უნდა ჩათვლოდა, რაც 2021 წლის 25 ნოემბრის მდგომარეობით, არ განხორციელებულ.ბენეფიციარის მიერ წარდგენილი განაცხადის განხილვის პროცესში დაშვებული ხარვეზის გამო, თანადაფინანსება გაიცა დადგენილ ნორმებთან შეუსაბამოდ. აის შედეგად, ბენეფიციარს ჩაერიცხა დადგენილ ოდენობაზე 7949 ლარით მეტი. გამოვლენილ შეუსაბამობასთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, მოთხოვნილი განმარტების შემდეგ, სააგენტომ ბენეფიციარს 2021 წლის 4 ნოემბერს,ბიუჯეტში 7949 ლარი დააბრუნებინა.

გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ ორი წლის განმავლობაში, სოფლის განვითარების სააგენტო არ ფლობდა ინფორმაციას გაცემული თანადაფინანსების მიზნობრივად გადარიცხვის თაობაზე, რაც მიუთითებს შესაბამისი კონტროლის მექანიზმების სისუსტეზე. სააგენტოს მიერ მოთხოვნილი არ იყო დაფინანსების მისაღებად წარსადგენი ერთ-ერთი აუცილებელი ცნობა დავალიანების არარსებობის შესახებ. ეს მიუთითებს განაცხადის განხილვის პროცესში დაშვებულ ხარვეზზე.

ბენეფიციარების დაფინანსების პროცესში, გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო არ ითვალისწინებდა პროგრამით განსაზღვრულ, ნერგებს შორის დაშორების სარეკომენდაციო არეებს. შესწავლილი 321 ხელშეკრულებიდან, ნერგების რაოდენობები 31 შემთხვევაში სარეკომენდაციო რაოდენობებს აღემატება 20%-დან 240%-მდე, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს პროგრამის მიზნების მიღწევაზე.

 

ხარვეზები სანერგე მეურნეობების თანადაფინანსებაში

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ერთი ბენეფიციარის შემთხვევაში, სანერგე მეურნეობის მოწყობასთან დაკავშირებით, არ ყოწარდგენილი ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი ექსპერტის დასკვნები. ასევე, ორი ბენეფიციარის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთები დატვირთულია იპოთეკით, რაც საბანკო დაწესებულების მიმართ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქმნის აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ცვლილებისა და, შესაბამისად, პროფილის ცვლილების რისკს.ამასთან, ორი იდენტური სანერგე მეურნეობის შემთხვევაში, 1 კვ.მ-ზე გახარჯულად ნაჩვენები მასალების დანახარჯები მნიშვნელოვნად განსხვავდება, რაც ჯამურ ღირებულებაში 132672 ლარის სხვაობას წარმოშობს.

პროგრამით მისაღები შედეგების მაქსიმალურად მისაღწევად, მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ნერგები აგროვადებში გაშენდეს. ეს შესაძლებელია დადასტურდეს დროული აუდიტორული პროცედურებით. რიგ შემთხვევებში, აუდიტი განხორციელდა აგროვადების გასვლიდან მნიშვნელოვანი პერიოდის შემდეგ. შესაბამისად, აუდიტორული დასკვნები ვერ უზრუნველყოფს რწმუნებას იმის შესახებ, დარგულია თუ არა ნერგები შესაფერის აგროვადებში.ამასთან, მთავრობის დადგენილების თანახმად, 2019 წლის 25 ოქტომბრამდე პერიოდში საველე მონიტორინგი სავალდებულო იყო ყველა დაკმაყოფილებული განაცხადისთვის, რასაც სააგენტო რიგ შემთხვევებში ვერ ახორციელებდა. შერჩეული 140 ხელშეკრულებიდან 10 შემთხვევაში, სააგენტომ ვერ წარადგინა სავალდებულო მონიტორინგის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ხოლო, ხუთ  შემთხვევაში მონიტორინგი ჩატარებულია აუდიტის ჯგუფის მიერ არსებული შეუსაბამობის გამოვლენის შემდეგ. ამ 15 ხელშეკრულების თანადაფინანსების საერთო ღირებულება 1267769 ლარია.

2019 წლის აგვისტომდე, კენკროვნების ქვეკომპონენტში ბენეფიციარის მიერ მასალების მონტაჟის მონიტორინგი არ ხდებოდა მონიტორინგის სათანადო ინსტრუმენტის არარსებობის გამო. ასევე, კენკროვნების ქვეკომპონენტის ფარგლებში გამოყენებული საველე მონიტორინგის მეთოდოლოგია არ ითვალისწინებდა ბაღის გაშენებისთვის საჭირო მასალებთან დაკავშირებით შემოწმების წესს. აღნიშნული მეთოდოლოგიით არ იყო ნათლად განსაზღვრული ხელშეკრულების შესრულებულად მიჩნევის კრიტერიუმები, რაც იძლეოდა არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას. ცხრა  ბენეფიციართან დაკავშირებით, რომელთა დაფინანსების ჯამურმა თანხამ85 485 ლარი შეადგინა, საველე მონიტორინგის ჯგუფის დასკვნები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ, არ შეესაბამებოდა საველე მონიტორინგის მეთოდოლოგიას და დასკვნაში მოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს. მიუხედავად ამისა, აღნიშნული დასკვნების საფუძველზე ბენეფიციარებმა დაფინანსებები მიიღეს.

ისიც აღსანიშნავოა, რომ სააგენტოს მიერ არ არის გათვალისწინებული კვლევითი ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაცია გარკვეული კატეგორიის ბაღებში გაძლიერებული მონიტორინგის ჩატარების შესახებ, რაც ქმნის ბენეფიციარების ინტერესების დაუცველობისა და სახსრების არაეფექტიანი ხარჯვის რისკს. მეტიც, ცალკეულ შემთხვევებში, სააგენტომ ვერ წარადგინა განმეორებითი მონიტორინგის ამსახველი დოკუმენტები.გარდა ამისა, რიგ შემთხვევებში, სააგენტოს სპეციალურმა კომისიამ დააკმაყოფილა ბენეფიციარების მოთხოვნები ვალდებულებების შესრულების ვადების გაგრძელების შესახებ, თუმცა გადაწყვეტილება განმეორებითი მონიტორინგის ჩატარების შესახებ არ იქნა მიღებული.

„აუდიტორული ჯგუფის შერჩევით, მნიშვნელოვანი რისკების მქონე ბაღები ადგილზე,ვიზუალურად დაათვალიერეს. შედეგად გაირკვა, რომ 2018-2020 წლებში, მოქმედი ხელშეკრულებების ფარგლებში, 1332366 ლარით დაფინანსებულ 15 ბაღში ნერგების 100% გამხმარია. ამასთან, 10 ბაღის შემთხვევაში, რომლებიც ჯამურად დაფინანსდა 733291 ლარის ოდენობით, ნერგების გარკვეული ნაწილი გამხმარია, ხოლო 3115975 ლარით დაფინანსებულ 36 ბაღში - ნერგების არსებითი ნაწილი გახარებულია.

 

პროგრამის ბიუჯეტის დაგეგმვა, შესრულება და ანგარიშგება

სოფლის განვითარების სააგენტომ აუდიტორებს ვერ წარუდგინა 2018-2020 წლების საბიუჯეტო განაცხადების დეტალური გაანგარიშებები. 2018-2020წლებში, ქვეპროგრამის საბიუჯეტო რესურსი იგეგმებოდა ხარვეზებით, კერძოდ, თავდაპირველად ჯამურად დამტკიცებული 34000000 ლარის ასიგნებები დაზუსტდა 46368500 ლარამდე, ხოლო ამავე პერიოდში გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულებამ 60609693 ლარი შეადგინა.

2018-2020 წლებში, სააგენტოს მიერ ბენეფიციარებთან ხელშეკრულებების გაფორმება ხორციელდებოდა დაზუსტებული საბიუჯეტო ასიგნებების ამოწურვის პირობებში, რის გამოც ხდებოდა კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი ფინანსური ვალდებულებების ფაქტობრივი აღიარება. შედეგად, ასეთი წესით, ბენეფიციარებთან გაფორმებულმა ხელშეკრულებების ღირებულებამ 2018 წელს - 2360235 ლარი, 2019 წელს - 414403 ლარი, ხოლო 2020 წელს - 11466555 ლარი შეადგინა.

მთავრობის დადგენილებით, 2020 წლის 5 მარტს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, 2020 წლის 11 მარტიდან, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებით, კახეთის რეგიონში საღვინე ვაზის ნერგების შეძენისა და სარწყავი სისტემის მოწყობის ხარჯები არ უნდა დაფინანსებულიყო, თუმცა სააგენტომ მთავრობის დადგენილებების მოთხოვნებთან შეუსაბამოდ, სამი ბენეფიციარი, ჯამში - 294800 ლარით დააფინანსა, რაც არამიზნობრივი ხარჯია. ამასთან, ვიზუალური დათვალიერებით გაირკვა, რომ 239221 ლარით დაფინანსებულ ბაღში, საღვინე ვაზის ნერგების 100% გამხმარია.

ბენეფიციარს სააგენტოს პროექტების განმხილველი კომისიის მიერ, თანხის ანაზღაურებიდან ერთი წლის შემდეგ, დაეკისრა 73500 ლარის ბიუჯეტში დაბრუნება, თუმცა სააგენტოს მიერ აღნიშნული თანხა არ იყო აღრიცხული მოთხოვნების შესაბამის საბალანსო ანგარიშზედა არც ხაზინის ანგარიშზე დაუბრუნებიათ. ვალდებულებების შეუსრულებლობის მიუხედავად, საბიუჯეტო რესურსი ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ირიცხება და განიკარგება მიმწოდებელი კომპანიის მიერ. გარდა ამისა, ორი ბენეფიციარის შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის სააგენტოს მიერ შესაბამისი ღონისძიებები არ არის განხორციელებული, ვინაიდან სააგენტოს მიერ მონიტორინგი არ ჩატარებულა.

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ ოთხი ბენეფიციარის შემთხვევაში, სააგენტოს სპეციალური კომისიის მიერ, სხვადასხვა დროს განხორციელდა თანადაფინანსების სრული მოცულობით პირგასამტეხლოს დაკისრება, თუმცა შემდგომ პერიოდებში, იმავე კომისიის მიერ, შესაბამისი საჯარიმო სანქციების დაკისრების გარეშე, გაუქმდა აღნიშნული პირგასამტეხლოები და ახალი ვადები განისაზღვრა