სწორი კომუნიკაციით უნდა შევიდეთ ბიზნესთან ნდობაში - ოთარ დანელია

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

"პირველი, რითაც დავიწყებთ ეს არის კომუნიკაცია ბიზნესთან. მიუხედავად იმისა, რომ აპარატს მუშაობა არ შეუჩერებია ბიზნესომბუდსმენის პოზიცია გარკვეული პერიოდი იყო ვაკანტური, რამაც გავლენა მოახდინა უშუალო კომუნიკაციაზე", - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ოთარ დანელიამ განაცხადა.
დანელია აღნიშნავს, რომ აუცილებელია გააქტიურება და ბიუროკრატიული ბარიერების მინიმუმამდე დაყვანა.
„უფრო მეტად აქტიურები უნდა გავხდეთ. სწორედ ეს იყო პრემიერის დავალება, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ბიუროკრატია. ბიზნეს სექტორის მაქსიმალური ხელსშეწყობა განპირობებულია არა მხოლოდ უცხოური ინვესტიციიების მოზიდვით, არამედ ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობით, რომელიც ჩვენი ეკონომიკის საკმაოდ მსხვილ კრიტიკულ მასას წარმოადგენს", - აცხადებს ოთარ დანელია.
მისი თქმით, ბიზნესსექტორში გამოწვევები ბევრია, რასაც ემატება პანდემია, რომელიც ამძიმებს არსებულ ფონს.
„ძალიან ბევრი ყოველდღიური საკითხია ბიზნეს ცხოვრების ნაწილში გამოწვევებით აღსავსე და ამას ემატება პანდემია, რომელიც თავისთავად ამძიმდებს ამ ფონს. ბევრი მიმდინარე საკითხია, რომელიც საჭიროებს უფრო კომპლექსურ და სიღრმისეულ ჩართულობას. ცხადია ერთ ოთახში ეს გადაწყვეტილებები არ მიიღება, ამას სჭირდება მედიაცია, კოორდინაცია, სიღრმისეული შუამდგომლობა ბევრ საკითხში, სიღრმისეული ანალიზი და უკვე ამაზე დაყრდნობით რაციონალური გადაწყვეტილების მიღება", - აღნიშნავს ბიზნესობუდსმენი.
იგი მიიჩნევს, რომ ბიზნესთან სწორი კომინიკაცია განსაზღვრავს ნდობას, ისევე როგორც აუცილებელია რიგი დოკუმენტების ამუშავება და სისრულეში მოყვანა.
„სწორი კომუნიკაციით უნდა შევიდეთ ბიზნესთან ნდობაში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე საშინაო დავალებად გვრჩება ძალიან ბევრი რეგულაციის თუ შემუშავებული დოკუმენტის სისრულეში მოყვანა. ვხედავთ, რომ ეტაპობრივად ხდება პანმდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა - შემსუბუქება. პირველი მარტიდან ველოდებით რომ სერიოზულად გააქტიურდება ბიზნესი", - აცხადებს დანელია.
შეგახსენებთ, რომ ოთარ დანელია, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და პარლამენტის აგრალური კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც ბოლო პერიოდში ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ბიზნესობუდსმენად დაინიშნა.