„სააკაშვილი რა მდგომარეობაშიცაა, იმის შედეგია, რომ ყველას მტრად რაცხავდა”-სკანდალური ინტერვიუ ლელა ქებურიასთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 მე უკრაინის მოქალაქე ვარ, ქართულად არ ვილაპარაკებო“, - ქართველებს გაებუტა, 100 ათასი რომ უნდა გამოსულიყო მისი სახელის ხსენებაზე და არ გამოვიდა. ანწუხელიძის ქვეყანაში „გმირი“ ეს არისო, გვასაღებენ და მერე ხალხს ამუნათებენ, თავგანწირვით რატომ არ იბრძვითო, - ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი ნაციონალი ლელა ქებურია მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, სასამართლო პროცესზე უკრაინულად ესაუბრა, რისი უფლებაც მოსამართლემ არ მისცა. ქებურიას, სააკაშვილის კრიტიკის გამო, სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის, უფრო ზუსტად კი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს... „ვერსია“ ლელა ქებურიესაუბრა.

 

- ქალბატონო ლელა, რატომ განეწყვეთ ასე კრიტიკულად მესამე პრეზიდენტის მიმართ?

- ჩემს პოსტში მხოლოდ მესამე პრეზიდენტის მიმართ კი არ იგულისხმებოდა კრიტიკა, არამედ, მთელი პროცესის მიმართ და ზოგადად, არგუმენტები - ახლა ამის დრო არ არის, ან ახლა რაღაცები უნდა დავმალოთ - არ არის სწორი. ყველაფერი უნდა შევაფასოთ სწორად. ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და მის უფლებები ირღვევა, უდავოა. არ აქვს მნიშვნელობა, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა იმ ბრალში, რომელიც წარდგენილი აქვს თუ არა. ის, კლასიკური გაგებით, პოლიტპატიმარია და ამას წყალი არ გაუვა. პოლიტიკური ნიშნით კი ქვეყანაში არავინ უნდა იდევნებოდეს და ჩემთვის ესაა საკმარისი, რომ საზოგადოება აღშფოთდეს და ქუჩაში გამოვიდეს. მით უმეტეს, ისეთი პარტიის ლიდერი, რომლსაც 500 000-მდე ამომრჩეველი ჰყავს, რაც არჩევნებით დასტურდება ანუ ამ პარტია თანადგომა არავისი სჭირდება, რომ 100000 ადამიანი ქუჩაში იდგეს, მაგრამ ეს ხალხი ამას არ აკეთებს და ეს ნიშნავს, რომ რაღაცას არასწორად აკეთებ. არ მგონია, რომ რაც უფრო შესაბრალებლად გამოვაჩენთ სააკაშვილს... აქვე უნდა აღვნიშნო, სიტყვაში „გამოვაჩენთ“ არ ვგულისხმობ, რომ რაღაც სიმულაცია ხდება, მაგრამ რაც უფრო ამძიმებენ, მით უფრო არასერიოზულ სახეს იძენს ეს სიტუაცია. იყენებენ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „საკონცენტრაციო ბანაკი“, „პოლონიუმით მოწამვლა და სხვა არგუმენტების გარეშე ნასროლი ფრაზები... ეს არ სძენს არსებულ პროცესს სერიოზულობას. არ ვიცი, ვინ დაგეგმა ეს სტრატეგია, მაგრამ მიმაჩნია, რომ საერთო ოპიზოციურ პროცესს აზიანებს და უხანგრძლივებს „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში ყოფნას. ამ ხელისუფლებასთან ენის მოჩლექით საუბარი, რომ გაუშვან სააკაშვილი, წყლის ნაყვა და საპროტესტოდ განწყობილი ამომრჩევლის მიმართ უპატივცემულობა.

როდესაც აშშ-ის კონგრესში ზელენსკი გამოვიდა, მსოფლიო მნიშვნელობის დღე იყო თავისუფალი საზოგადოებისთვის და ამ დღეს საქართველოში ჩატარდა ყოფილი პრეზიდენტის ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც აქვს ოპოზციურ ფლანგზე ერთადერთი გამორჩეული ლიდერის წონა, გამოვიდა და თქვა, რომ ილაპარაკებს უკრაინულად, რადგან უკრაინის მოქალაქეა! მე არ ვარ მისი ამომრჩეველი, მაგრამ რომ ვიყო, გავბრაზდებოდი იმაზე მეტად, ვიდრე ახლა გავბრაზდი იმიტომ, რომ სააკაშვილი მძიმემდგომარეობაშია, არ ვაპირებ, არ შევაფასო ის, რაც არ მომწონს? ლიდერი უნდა იყოს მაგალითი თავგანწირვით ბრძოლისა დანარჩენებისთვის, რომ არ შეეგუონ არსებულ სიტუაციას და არა - პირიქით! ეს ხომ პირვლად არ მოხდა?! რამდენიმე თვის წინ განაცხადა, ჩემი პარტია პოლიტიკურ აქტიურობას შეწყვეტს, თუ ციხიდან გამათავისუფლებენო. ასევე, გამოდის ადვოკატი და ამბობს, მოწამლა პუტინისტურმა რეჟიმმაო, მეორე დღეს მისი გზავნილია, რომ თუ ვინმემ მომწამლა, ეს არაა ხელისუფლებაო. ეს „რევერანსები“ ამ ხელისუფლების მიმართ, მისი გათავისუფლების სანაცვლოდ, ჩემთვის მიუღებელია.

შეიძლება, ხისტი იყო ჩემი შეფასება, მაგრამ ასეთი ვარ, ასე ვიცი სიმართლის თქმა და თუ ვიღაცისთვის მიუღებელია, ამის გამოხატვაც შესაძლებელიარგუმენტებით და არა - იმ ლანძღვის ნიაღვარით, რომელიც წამოვიდა იმ პარტიის მხრიდან. ჩემთვის ხელისუფლების „ტროლები“ და „ბოტები“, რომლებიც საშინელებებს სჩადიან კრიტიკული აზრის მიმართ, არაფრით განსხვავდებიან იმ „ბოტებისგან“, რომლებიც თავს დამესხნენ სააკაშვილის მხარდამჭერთა სახელით.

- უკრაინულად საუბარი ხელისუფლების მიმართ ერთგვარი „რევერანსი“ იყო გათავისუფლების მიზნით, თუ ის „გაებუტა“ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას იმის გამო, რომ ვერ მიიღო ისეთი მხარდაჭერა, რასაც ელოდა?

- არ არის სწორი იმაზე ვისაუბრო, მე რა მგონია, მაგრამ მეორე დღეს, ქალბატონმა გიული ალასანიამ ახსნა - საუბრობს იმ ენაზე, რომელი ერიც უფასებსო.

- რეალურად, მიგაჩნიათ მისი ადვოკატების პირობა, რომ თუ სასჯელს გადაუვადებენ, ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდება?

- არ ვიცი, ვერ ვიმარჩიელებ. როგორც მისი შვილი ამბობს, არაპროგნოზირებადი ადამიანია, მაგრამ ასევე, ამბობს, რომ თუ ეს გააკეთა, მისი მხრიდან უგუნურება იქნება. აქაც პასუხს გავცემ მისი ოჯახის წევრების მიერ ნათქვამით და არა - ჩემი პროგნოზებით, რადგან მართლა შეუძლებელია ამის პროგნოზირება.

- ქალბატონო ლელა, სააკაშვილის მხარდამჭერები გაკრიტიკებდნენ, რომ პარლამენტში ენმ-ის სიით შეხვედით და შემდეგ წახვედით ევროპულ საქართველოში... როდის შეურთდით ნაციონალურ მოძრაობას?

- დიახ, ყველაზე მეტი წყრომა მოდიოდა ამ შინაარსით - მიშას ხმებით მოხვდი პარლამენტშიო.2014 წელს მოვედი ენმ-ში, ეს ის პერიოდი იყო, როცა პარტიაში კი არ შედიოდნენ, არამედ, პარტიიდან გარბოდნენ. მაშინ ზუგდიდის ცენტრალური უბნის მაჟორიტარობა შემომთავაზეს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. ყველაზე რთული ოლქია, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას არ მოუგია მაშინაც კი, როცა ხელისუფლებაში იყო და ამ ურთულეს ოლქში მაჟორიტარობა შემომთავაზა ჩემი ბავშვობის მეგობარმა, ლაშა დამენიამ და ძირითადად, მისი ფაქტორის გამო დავთანხმდი ამ წინადადებას. არ ვიყავი აფილირებული ნაციონალურ მოძრაობასთან, მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. 2012 წელს დავინიშნე განათლების სამინისტროს რესუსრს-ცენტრის უფროსად და მაშინაც რთულიპერიოდი იყო, როცა ამ შემოთავაზებას დავთანხმდი... მაჟორიტარობას დავთანხმდი იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება ძალიან დიდი ბოღმით მოვიდა და განადგურებით ემუქრებოდნენ ოპონენტებს. ამიტომ, ერთადერთი ძალა ოპიზიციურ ველზე მაშინ იყო ნაციონალური მოძრაობა და ამ მოტივით შევუერთდი. ეს ნაბიჯი ზოგი ჩემი მეგობრისთვის ისეთი შოკი აღმოჩნდა, გამარჯობასაც აღარ მეუბებოდ. ცოცხებს მიკრავდნენ პლაკატებზე მაშინ, როცა მართლა, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდთან კავშირი არ მქონდა. მზად ვიყავი ამ ტვირთვის აღებაზე, კოორდინატორებს ვერ პოულობდნენ და მე თავად ვარიგებდი ბუკლეტებს კარდაკარ... მოკლედ, დეპუტატი რომ გავმხდარიყავი, ამის არც მოტივაცია და არც სურვილი მქონია, უბრალოდ, ჩავერთე ბრძოლაში... კორცხელში ხელჩართული ვიბრძოდი და ხელკეტებს წინ ვეფარებოდი, უკან არაფერზე დამიხევია...

2016 წელს, რაც მოხდა პარტიაში... რომ ამბობენ, ბოკერიას ფრთა მიშას პარტიას „ახევდაო“, ძალიან მაინტერესებს, როგორ შეიძლებოდა, ბოკერიას მიშასთვის პარტია „აეხია“ იმით, რომ დათო ბაქრაძე გამხდარიყო პარტიის თავმჯდომარე?! ხომ გახდა შემდეგ გრიგოლ ვაშაძე პარტიის თავმდჯომარე, ასევე ნიკა მელიაც. რომელიმემ შეძლო მიშასთვის პარტიის „ახევა“?!

2016 წელს, ენმ-ის საარჩევნო სია იყო საუკეთესო, ვიყავით ის ადამიანები, რომლებმაც პარტიას ახალი სუნთქვა ჩაბერეს და არც ერთი ჩვენგანი,არავის წინაშე არაა ვალში იმიტომ, რომ მაშინ პარლამენტის წევრები გავხდით. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო, რომ ადამიანური ეჭვიანობის გამო, მიშამ მაშინ სწორედ ამ ადამიანებს დაგვიწყო ტალახის სროლა, ვინც სიმართლეს ვეუბნებოდით, მისთვის მტრები გავხდით. მაშინ, რა თქმა უნდა, დავტოვე ენმ და ის გადაწყვეტილება რომ არ ყოფილიყო მიღებული, რომ ერთიანად წამოვსულიყავით, მაინც დავტვებდი ნაციონალურ მოძრაობას, რადგან მაშინ პარტიაში ყოფნა იყო გაუსაძლისი და ისეთი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც საკუთარი გალენისთვის იბრძოდა, ვერავის დამარცხებას შეძლებდა. მაშინ ამ პროცესის გაჩერება შეეძლო სააკაშვილს და ეს არ გააკეთა. დარჩა იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც მხოლოდ იმას ეუბნებოდნენ, რისი მოსმენაც უნდოდა. დღესაც მიმაჩნია, რომ სიტუაცია, რაც შექმნილია მის გარშემო და რა მდგოარეობაშიცაა, იმის შედეგია, რომ მტრად რახავდა ყველას, ვინც მისთვის სასურველს რეალობად არ წამორმოაჩენდა.

ამ ადამიანებმა შეუქმნეს ილუზია, რომ თუ საქართველოში  ჩამოვიდოდა, 100 000 კაცი ქუჩაში გამოვიდოდა, ხელისუფლება დამთავრდებოდა... ამ ილუზიის შექმნას თავდ მისცა ბიძგი, რადგან ამის მოსმენა უნდოდა. დღევანდელი სიტუაცია ყველაფერ ამის შედეგია.

- ქალბატონო ლელა, წეღან საუბობდით, რომ სააკაშვილის კრიტიკის გამო, ყოფილი თანაგუნდელების მხიდან ლანძღვის ნიაღვარი მიიღეთ... ფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს ახლა ოპოზციურად განწყობილ ამომრჩეველში დისონანსი შეაქვს, რაც სართო ოპოზიციურ მიზანს აზიანებს?

- დღეს რაც ხდება, ყველაზე ძალიან აწყობს ქართულ ოცნებას. რამდენი ხანია, არ მოგისმენიათ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, განათლების პრობლემებზე და სხვა აქტუალურ თემებზე საუბარი? ეს საერთოდ აღარ ხდება.

ვიცით, რომ ადამიანების უმეტესობა კრიტიკულადაა განწყობილი ხელისუფლების მიმართ და მთეი ერთი წელია, პოლიტიკური საზოგადოება, მედია თუ სამოქალაქო სექტორიგაერთიანებული ვართ მიხეილ სააკაშვილის გარშემო. ამან რაიმე საპროტესო მუხტი შექმნა? იმ უკმაყოფილებას, რომელიც მართლა არსებობს ხალხში, მისცა ბიძგი, რომ ხალხმა ეს პროტესტი გამოხატოს? - არა და ე.ი. რაღაც არასწორად კეთდება. ოპოზიციური ამომრჩეველი გაერთიანდება მხოლოდ შინაარსის გარშემო.პოლიტიკური დევნა, შერჩევითი სამართალი, ადამიანის უფლებები, სამართლიანი სასამართლო, ევროპული არჩევანი, შესაძლებელოა, იყოს ის შინაარსი, რომლის გარშემოც საპროტესტოელექტორატი შეძლებს გაერთიანებას იმიტომ, რომ მათი დაკვეთა ესაა და ამ შინაარსის ნაწილია სააკაშვილიც და მისი პოლიტპატიმრობაც. უფრო მოკლე გზა, უბრალოდ, არ არსებობს

 ავტორი-თათია გოჩაძე